პატრული, რომელზეც „ლეგენდები დადის“

 

 

უკვე რვა წელია “ჯარიმა” მის სახელთან ასოცირდება. საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ნინო დუმბაძეს ბათუმში ბევრი მძღოლი იცნობს. დაუჯარიმებია გარემოს დაცვის მინისტრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ქალაქის მერი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებიც. “როცა პატრულის ფორმას ვიცვამ, ავტომატურად სულ სხვა ადამიანად გარდავიქმნები ხოლმე, ჩემს ყველა ნაბიჯს ათასობით ადამიანი აკვირდება, ამიტომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია” – ამბობს ნინო.

Exit mobile version