დღეს, 13 მარტს, ბათუმში შპს „სანდასუფთავებამ“ სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო ადმინისტრაციული ოქმის შეადგენა მოქალაქის მიმართ. ნარჩენების მართვის კოდექსის 32-ე მუხლის lI ნაწილით ეს სამართალდარღვევა 500 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.
Tag Archives: სამშენებლო ნარჩენები
„სანდასუფთავება“ მოსახლეობიდან სამშენებლო ნარჩენების იაფად გატანას გეგმავს – ახალი სერვისი
ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავებაში“ ახალ პროგრამაზე მუშაობენ, რაც სამშენებლო ნარჩენების გატანის ღირებულების გადახედვას და ახალი ფასების შემოღებას ითვალისწინებს. „თუ ვთქვათ, 5 ტომარა სამშენებლო ნარჩენი აქვს მოქალაქეს, ის 120 ლარს, ბუნებრივია, არ გადაგიხდის და ურნა უნდა დაგვიზიანოს. ვმუშაობთ ფასების დადგენაზე არა იმიტომ, რომ მომგებიანი იყოს მომსახურება, არამედ მივაჩვიოთ ხალხი პასუხისმგებლობას. მაგალითად, 1 ტომარა ნარჩენი რომ გავიტანოთ …
სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ დაყრის გამო ბათუმში ორი ადამიანი დაჯარიმდა
დღეს ბათუმში, ბაგრატიონისა და სოხუმის ქუჩების კვეთაში, სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ დაყრის ფაქტზე ორი ფიზიკური პირი დააჯარიმეს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოკვლევა ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დაიწყეს, რის შედეგადაც ორი ფიზიკური პირი 150 და 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. ადმინისტრაციული სახის ჯარიმა ასევე გათვალისწინებულია სამშენებლო ნარჩენების ნაგვის ყუთებში განთავსებისთვისაც.
რატომ ყრიან სამშენებლო ნარჩენებს ქედაში სასპორტო სკოლისა და სკვერის მიმდებარედ
დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის, პარკისა და საბავშვო სკვერის მიმდებარედ სამშენებლო ნარჩენებს წლების განმავლობაში ყრიან. სამშენებლო ნარჩენებთან ერთად ახლა აქ პლასტმასის ქილები, საბურავები და სხვადასხვა სახის ნაგავია მიმოფანტული. ნახეთ ამ თემაზე: ეკოლოგიურად დაბინძურებული მდინარეები და საფრთხეები აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში ძირითადად მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა კონტროლდება, სამშენებლო ნარჩენებს კი, როგორც ადგილობრივები, ისე სამშენებლო კომპანიები, ხევებში, მდინარეებსა თუ …
Continue reading “რატომ ყრიან სამშენებლო ნარჩენებს ქედაში სასპორტო სკოლისა და სკვერის მიმდებარედ”