კერძო სკოლას თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსწავლის სკოლიდან გაშვება შეეძლება – ინიციატივა

საქართველოს პარლამენტში შესულია ინიციატივა, რომელიც კერძო სკოლებს უფლებას აძლევს მოსწავლეს შეუჩეროს სტატუსი, თუ მას სწავლის გადასახადის დავალიანება აქვს. როგორც საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლის დოკუმენტაცია მოთხოვნისთანავე გადასცეს მშობელს. რას ცვლის ეს საკანონმდებლო ინიციატივა კერძო სკოლებისთვის და ირღვევა თუ არა ბავშვის უფლება? „ბათუმელები“ ამ საკითხზე კერძო სკოლა „ევრო 2000“-ის იურისტს, ელენე კალანდაძეს …

რა უფლებებს ითხოვს აჭარის უმაღლესი საბჭო საჯარო სკოლებთან დაკავშირებით

აჭარის უმაღლესი საბჭო საჯარო სკოლის დირექტორების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხში უფლებამოსილების გაზრდას ითხოვს. ინიციატივას „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტში განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, ლადო მგალობლიშვილი დაახლოებით ერთ თვეში წარადგენს, მანამდე კი ინიციატივას აჭარის უმაღლესი საბჭო განიხილავს. ინიციატივა ითვალისწინებს ოთხ პუნქტში ცვლილების შეტანას. კერძოდ: [checklist] ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებს ენიჭებათ საჯარო …

რატომ უნდა შემცირდეს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში სწავლის ხანგრძლივობა

საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტის მიხედვით, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობის შემცირება იგეგმება. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ბაკალავრიატზე სწავლა სამი წელი შეიძლება გახდეს ოთხი წლის ნაცვლად, მაგისტრატურა კი – ერთი წელი, ორის ნაცვლად. რა ეფექტი ექნება ამ ცვლილებას და რა არის ვადების შემცირების მთავარი მოტივი, ამასთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში კომენტარს არ …

აჭარაში სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის უფლებას ითხოვენ

აჭარის უმაღლესი საბჭო აპირებს საქართველოს პარლამენტში წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნას ითვალისწინებს აჭარის განათლების სამინისტროს მიერ. აღნიშნულ კანონპროექტზე წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში „რესპუბლიკელი“ გიორგი მასალკინი მუშაობდა, თუმცა  კანონპროექტმა პარლამენტამდე ვერ მიაღწია. აჭარის განათლების სამინისტროსგან დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის თემა ამჯერად „ქართული ოცნების“ წევრმა ლადო მგალობლიშვილმა გააცოცხლა. რატომ უნდა დანიშნოს აჭარის განათლების სამინისტრომ …

Exit mobile version