„რიკოთზე მიწა ჩამოიშალა. მთელი ოჯახი მანქანაში ვიყავით, საშინელი შეგრძნება იყო“ – მგზავრი

„რიკოთზე ვართ და ქვემოდან ვხედავდით, როგორ წამოვიდა მიწის ნაწილი. არ იყო დიდი მასა და ჯებირი არ გადმოულახია, თუმცა მაინც საშინელი სანახავია, როცა მთელი ოჯახი მანქანაში ხარ და ბავშვიც გიზის. ემოციურად ძალიან იმოქმედა ჩემზე“- ამბობს „ბათუმელებთან“ ქეთი ლაბაძე. ქეთის თქმით, რიკოთზე თოვლია, ცუდი ამინდია და ხილვადობაც შემცირებულია. „დიდი საცობები არ არის, სადღაც შვიდი წუთი მოგვიწია დგომა, …

24-26 ოქტომბერს რიკოთის გვირაბში ღამის საათებში მოძრაობა აიკრძალება – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკძალება 24, 25 და 26 ოქტომბრის ღამის პირველიდან დილის 6 საათამდე. ამ პერიოდში ტრანსპორტი გვირაბის შემოსავლელი გზით იმოძრავებს. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი – სენაკი – ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 24 ოქტომბრის 01:00სთ-დან 06:00სთ-მდე, 25 ოქტომბრის 01:00სთ-დან …

რიკოთის გვირაბში 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში ნაცვლად 25-28 მაისისა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით პერიოდში. „26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ნაცვლად 2022 წლის 25, 26, 27 და 28 მაისის 00:00 სთ-დან  06:00 საათებისა, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა განხორციელდება …

19 აპრილის საღამოს 9 საათიდან რიკოთის გვირაბი ჩაიკეტება – დილის 7 საათამდე

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 19 აპრილს საღამოს 9 საათიდან 20 აპრილის დილის 7 საათამდე რიკოთის საავტომობილო გვირაბი ჩაიკეტება. ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 19 აპრილის 21:00 სთ-დან 20 აპრილის 07:00 სთ-მდე იკრძალება ყველა …

9-10 ნოემბერს რიკოთის გვირაბში მოძრაობა რამდენიმე საათით იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში 9 ნოემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე და 10 ნოემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დეპარტამენტის ცნობით, გვირაბში მოძრაობის დროებით აკრძალვის მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოებია. „დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის …

9-11 თებერვალს რიკოთის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე,  9, 10 და 11 თებერვალს, 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. დეპარტამენტის ცნობით, ჩუმათელეთი-ხევის I ლოტის მშენებლობის ფარგლებში, ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭიროა 143-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბის წინა სამშენებლო …

14 ნოემბერს დღისით რიკოთის გვირაბი 10 საათით ჩაიკეტება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2019 წლის 14 ნოემბერს, 08:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. „დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას, უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  …

5 დეკემბერს რიკოთის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა ხუთი საათით აიკრძალება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2018 წლის 5 დეკემბერს 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დეპარტამენტის ინფორმაციით აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე. „დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი …

1-ელ აგვისტოს რიკოთის გვირაბში მოძრაობა 5 საათით აიკრძალება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში, 2017 წლის 1-ელ აგვისტოს, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 05:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ში მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SKADA) განახლების მიზნით, 2017 წლის 1 აგვისტოს, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 05:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის …

შეზღუდვები რიკოთისა და გორის საავტომობილო გვირაბებში

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, მოვლა-შენახვის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 26 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. „სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დროის აღნიშნულ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა …

Exit mobile version