2 კვირიანი უფასო სასწავლო კურსი დასაქმების პერსპექტივით ნებისმიერი მსურველისთვის

კოლეჯი „გოლდენ სიი“ სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ქვეპროგრამის ფარგლებში, აცხადებს მიღებას სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების უფასო კურსებზე. კურსის მიზანია დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება. რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ მიმართულებებზე: [checklist] სარესტორნო მომსახურება: სამზარეულო, ბარი, დარბაზი; სასტუმრო მომსახურება: მიღება განთავსების დეპარტამენტი, სპა დეპარტამენტი (მასაჟისტ-რეაბილიტატორი), დასუფთავების დეპარტამენტი; საფინანსო სერვისი: ვაჭრობა, დისტრიბუცია; საოფისე საქმე: ინფორმაციული ტექნოლოგია, რეკლამა და …

რას შეცვლის დაწყებითის მასწავლებლის გადამზადება სკოლებში – მანანა რატიანი ახალ პროექტზე

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ქართული უნივერსიტეტებისთვის შემუშავდა საბაზისო განათლების პროგრამა, რომლის მიზანი სკოლებში დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების პროფესიული განვითარებაა. რას შეცვლის პროგრამა დაწყებითი საფეხურის განათლების ხარისხში, ამ თემაზე „ბათუმელებს“ მანანა რატიანი ესაუბრა, რომელიც USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების დირექტორია. ქალბატონო მანანა, რა არის ამ პროგრამის მიზანი და რა შედეგს ელოდებით მისგან? პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის …

ტექნოლოგიების 3 ათასი სპეციალისტის გადასამზადებლად 7 მილიონი ლარი დაიხარჯება

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში 3 ათას სპეციალისტს გადაამზადებენ. პროგრამაზე 7 მილიონი ლარი დაიხარჯება და ის მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება. როგორც „ბათუმელებთან“ მსოფლიო ბანკის პროექტის კომუნიკაციის მენეჯერი, დიანა ჯუმუხაშვილი ამბობს, პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები ჯერ შემუშავებული არ არის, ამ ეტაპზე მხოლოდ იმ კომპანიების შერჩევაზეა ტენდერი გამოცხადებული, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტებს გადაამზადებენ. „დღეს გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი …

82 ათასი ლარი ახალგაზრდების გადასამზადებლად

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო რეგიონებში ახალგაზრდების ერთთვიან გადამზადებას იწყებს თანამედროვე (IT) ტექნოლოგიებში. პროექტისთვის 82 ათასი ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან და როგორც სააგენტოში გვეუბნებიან,  200-მდე პირი უნდა გადამზადდეს. საქართველოს ტექნოპარკის წარმომადგენლის, თეონა ჩუხრუკიძის თქმით, ადგილები შეზღუდულია, რის გამოც, მსურველების შერჩევა ტესტირების საფუძველზე მოხდება. „ერთ ტექნოცენტრში ათი მსურველის აყვანას ვგეგმავთ,“ – გვითხრა მან. თანამედროვე ტექნოლოგიებში ახალგაზრდებს ჯეოლაბის  …

„ორმაგად გაძლიერებული“ ძალადობის მსხვერპლი ქალები სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე

სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, ძალადობის მსხვერპლი ქალები – ყველა თანხმდება იმაზე, რომ ძალადობის მსხვერპლს ეკონომიკური გაძლიერება სჭირდება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ დაზარალებულმა ქალმა დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლოს და ხელახლა არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი. ეკონომიკური გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია პროფესიული გადამზადება, თუმცა სახელმწიფო ფონდისგან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ბათუმში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, თავშესაფარში მყოფი არც ერთი …

Exit mobile version