დააჯილდოვეს მოქალაქე, რომელიც ბათუმში დაჭრილ პოლიციელს დაეხმარა

დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მადლობის სიგელი გადასცეს მოქალაქე რაულ თებიძეს, რომელმაც 18 დეკემბერს ბათუმის ქუჩაში თავდასხმის შედეგად დაჭრილი პოლიციელი გადაარჩინა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის თქმით, მედიკოსებმა დაადასტურეს, რომ არა ამ მოქალაქის დახმარება, შესაძლოა პოლიციელი ვერ გადარჩენილიყო. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სარეზერვო ფონდიდან რაულ თებიძეს 2000 ლარს გადასცემს. რაულ თებიძე …

„პოლიციელის დაჭრის საქმეში“ ბრალდებულის ძმას 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

„პოლიციელის დაჭრის საქმეში“ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ დ.ჭ.-ს სასამართლომ 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო. დ.ჭ. სამართალდამცველებმა 18 დეკემბერს ღამით დააკავეს ადმინისტრაციული წესით, როცა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი – ოთარ თავართქილაძე დანით დაჭრეს. გამოძიებამ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დ.ჭ.-ს ძმა – გ.ჭ. დააკავა. ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ჯერ არ …

„დადებითი დინამიკა გვაქვს“ – ბათუმში დაჭრილი პოლიციელი გონზე მოვიდა

„დადებითი დინამიკა გვაქვს, გონზე მოვიდა და უკვე კონტაქტურია,“ – გვითხრეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 დეკემბერს დაჭრილ პოლიციელზე. ყელში დანით დაჭრილი პოლიციელი, ოთარ თავართქილაძე, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა კლინიკის დირექტორი, მალხაზ ხალვაში ვარაუდობს, რომ ხვალ პოლიციელი რეანიმაციას დატოვებს. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი 18 დეკემბერს, თბილისის მოედანთან დანით დაჭრეს. ყელში დაჭრილ პოლიციელს იმავე ღამით ჩაუტარდა ოპერაცია. კადრებში, რომელიც …

ბათუმში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის ძმაც დააკავეს

შს სამინსიტროს ინფორმაციით, 19 დეკემბერს ბათუმში საპატრულო ეკიპაჟის წევრის დაჭრაში ბრალდებულის ძმაც დააკავეს. შსს-ს თანახმად, ის დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი 18 დეკემბერს, თბილისის მოედანთან დანით დაჭრეს. ყელში დაჭრილ პოლიციელს ოპერაცია ჩაუტარდა. კადრებში, რომლებიც პოლიციელის დაჭრას ასახავს, ჩანს, რომ მოქალაქე მიდის ჭავჭავაძის ქუჩაზე და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საპატრულო …

დაჭრილი პოლიციელი ისევ ხელოვნურ სუნთქვაზეა

„რეანიმაციულ განყოფილებაშია, ისევ ხელოვნურ სუნთქვაზე, თუმცა დადებითი ტენდენცია გვაქვს,“ – ამბობს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, მალხაზ ხალვაში ბათუმში დაჭრილ პოლიციელზე. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გუშინ თბილისის მოედანთან დანით დაჭრეს. ყელში დაჭრილ პოლიციელს გუშინ ღამით ჩაუტარდა ოპერაცია. კადრებში, რომელიც პოლიციელის დაჭრას ასახავს, ჩანს, რომ მოქალაქე მიდის ჭავჭავაძის ქუჩაზე და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საპატრულო ეკიპაჟის მანქანას აჩერებს. პატრულ-ინსპექტორი …

ბათუმში პოლიციელი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

18 დეკემბერს, საღამოს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაჭრილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია და მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებული დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ დააკავა. დაჭრილი პოლიციელი კლინიკაშია …

Exit mobile version