28 სექტემბერს ძაღლსა და კატას ცოფზე უფასოდ აცრით – ნახეთ მისამართები

სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების [ძაღლი, კატა] უფასო ვაქცინაციას ცოფზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გამართავს. ძაღლისა და კატის ვაქცინაცია 28 სექტემბერს, 11:00-16:00 საათებში გაიმართება. ცხოველთა უფასო ვაქცინაცია აჭარაში შესაძლებელია შემდეგ ადგილებში: ბათუმი – 6 მაისის პარკი; ხულო – სტალინის №2 [აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა]; შუახევი – სელიმ …

რით არის დაავადებული პირუტყვი აჭარაში – სააგენტოს განცხადებით, ვაქცინაცია უფასოა

აჭარაში გავრცელებულია ნოდულარული დერმატიტი, ვირუსული ინფექციური დაავადება, რომლითაც, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებისას პირუტყვს კანზე აღენიშნება კვანძები [ბორცვები], თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი. დაავადება ვრცელდება მწერების საშუალებით.  მისი გადაცემა შესაძლებელია ასევე ცხოველიდან ცხოველზე, პირდაპირი კონტაქტის გზით. სააგენტოში აცხადებენ, რომ ნოდულარული დერმატიტით ადამიანი არ ავადდება. „ეს დაავადება ბოლო სამი წელია რაც დაფიქსირდა საქართველოში. …

ნოდულარული დერმატიტის შემთხვევები აჭარაში – „ვითარება კონტროლს ექვემდებარება“

მსხვილფეხა საქონელში ნოდულარული დერმატიტის ბოლო შემთხვევა აჭარის მთის სოფლებში სექტემბრის მიწურულს გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  დერმატიტით ცხოველთა დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა შუახევში, შუბნის თემის ექვს სოფელში დაფიქსირდა. სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა ავალიანის შეფასებით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და დაავადების გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მისივე ინფორმაციით, შუბნის თემში ნოდულარულ დერმატიტზე ამ დროისთვის 4 400-ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვია აცრილი. …

პირუტყვის ვაქცინაცია – 800 ათასი დოზა თურქულის საწინააღმდეგოდ

სურსათის ეროვნულ სააგენტოს მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად მიმდინარე წელს 512 ათასი ლარი აქვს ბიუჯეტში გათვალისწინებული. შესაბამისი ტენდერი ვაქცინის [რაოდენობა 800 000 დოზა] შეძენაზე 11 აპრილს დასრულდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებულის საკითხი 21 აპრილამდე გაირკვევა. ვაქცინის მიწოდების ვადა კი ხელშეკრულების გაფორმების დროს დაზუსტდება. სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია „დრუნჩა“ მონაწილეობდა, რომელმაც ვაქცინის მიწოდება …

პირუტყვის ვაქცინაცია ბრუცელოზზე ზაფხულში დაიწყება

ბრუცელოზთან ბრძოლის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა სახელმწიფომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს წარმომადგენლებთან ერთად გასულ წელს შეიმუშავა. მაშინ დაავადების აღმოსაფხვრელად პრევენციული ღონისძიებები რეგიონების მიხედვით გაწერეს. პროგრამის მიხედვით, ბრუცელოზთან ბრძოლის პირველი ეტაპი აჭარაში, კახეთსა და თბილისში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოკვლევით გასულ წელს დაიწყო. წელს ზაფხულში კი სააგენტო მსხვილფეხა პირუტყვს საზღვარგარეთიდან შემოტანილი ვაქცინით აცრის. ბრუცელოზის საწინააღმდეგო …

Exit mobile version