ცნობილია, რა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორის მიერ მოქალაქის პირადი მონაცემების გამოყენების ფაქტზე. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ არაერთი მოქალაქე „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ „ოცნების“ კოორდინატორები უკავშირდებოდნენ და და ეკითხებოდნენ, უჭერდნენ თუ არა ისინი მხარს „ქართულ ოცნებას“. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ასეთი კოორდინატორის სატელეფონო ზარი ჟურნალისტმა ჩაიწერა და მას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან უჩივლა. …