„პარტიზანული მებაღეობა“, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ და „ბათომი“ – საჯარო შეხვედრა ბათუმში

31 მარტს,  11:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თბილისიდან მოწვეული ექსპერტები და სამოქალაქო აქტივისტები გამართავენ შეხვედრას თემაზე – „ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და მართვა, თანამოაზრეების მოზიდვა და მედიასთან კომუნიკაცია.“ მოწვეული სტუმრები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ ხდება სამოქალაქო კამპანიის დაგეგმვა და წარმართვა, ადვოკატირებისა და ქსელური …

„პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტები ციხისძირის საპროტესტო აქციას ვეღარ დაესწრებიან

„პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტები ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ აქციაზე ყოფნას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ გაზეთ „ბათუმელებს“ ნატა ფერაძემ უთხრა, „პარტიზანული მებაღეობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა. „სამწუხაროდ ციხისძირის აქციაზე ვეღარ ვიქნებით, რადგან თბილისში გვაქვს ძალიან ბევრი საქმე, „პანორამის“ პროცესი ისევ გრძელდება, ახლაც მიმდინარეობს კანცელარიასთან აქცია. ძალიან კარგი იქნება, თუ ადგილობრივები განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას, რადგან იქ ორი ხის გარდა, 30-ის …

ციხისძირის საპროტესტო აქციაზე დაკავებულები სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ხუთივე პირი მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლო ბრალდების მხარის, ანუ პოლიციის მტკიცებულებებს შემდეგ სხდომაზე – 19 თებერვალს განიხილავს, რის შემდეგაც დაზუსტდება, შეიცავდა თუ არა საპროტესტო აქციის მონაწილეების ქმედება სამართალდარღვევის ნიშნებს. „თუ დარღვევა დამტკიცდება, აქციის მონაწილეებს შესაძლოა ჯარიმა, ან 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოთ“ – უთხრა „ბათუმელებს“  …

ციხისძირში საპროტესტო აქციაზე პოლიციის ორი ეკიპაჟია მობილიზებული

ციხისძირში, სადაც ხეების გადატანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება, პოლიციელები გამოჩნდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის მაღალჩინოსნები, მათ შორის, ქობულეთის პოლიციის უფროსი. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას საპროტესტო აქციაზე პოლიციის მაღალჩინოსნების ყოფნის შესახებ. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ციხისძირის აქციაზე პოლიციის ორი ეკიპაჟია მობილიზებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. ხეების გადატანის პროცესი დღეს დილიდან შეჩერებულია. სამუშაოების მწარმოებელი …

Exit mobile version