ნურის ტბა ისევ დაბინძურებულია – ტბას ლაბორატორიულად ამოწმებენ

ბათუმის ცენტრალურ პარკში ნურის ტბა ისევ დაბინძურებულია. „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ დათბობასთან ერთად დაიწყო ტბაში წყალმცენარეების გამრავლება და ტბის დაბინძურებაც ამას უკავშირდება. „ჩვენ ვახორციელებთ ყოველდღიურ მონიტორინგს როგორც ნურის, ასევე არდაგანის ტბაზე. ნურის ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად რეგულარულად ხდება დათბობის შედეგად გავრცელებული წყლის მცენარეების ამოღება, რაც წყალში ჟანგბადის გადაჭარბებულად მოხმარებას შეაფერხებს. შედეგად, შენარჩუნდება წყლის შესაბამისი ეკოლოგიური …

ცენტრალურ პარკში საბავშვო ატრაქციონთან მწვანე საფარი ჩააბეტონეს [ფოტო]

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურიგელის ტბასთან ახლოს, ახალი საბავშვო ატრაქციონი მოაწყვეს. ატრაქციონის მიმდებარედ არსებული მწვანე საფარი მოჭრეს და მის ნაცვლად ბეტონი დაასხეს. “ბათუმელები” კომენტარისა და განმარტებებისთვის ბათუმის მერიას დაუკავშირდა. ნახეთ ბათუმის მერიის განმარტება ამ თემაზე: ბათუმის ცენტრალური პარკის ატრაქციონები შსს-ს თანამდებობის პირის მეუღლის ხელში გადავიდა

ნურის ტბაში წყლის ხარისხს „ბათუმის წყალი“ გამოიკვლევს

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალი“ აცხადებს, რომ ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე ნურის ტბის „სათანადო მოვლა-პატრონობის მიზნით, ტბის წყლის ლაბორატორიულ კვლევას იწყებს“. ამ თემაზე: ბათუმის ცენტრალურ პარკში ტბა ისევ გამწვანდა [ფოტო] „ნურის ტბაში არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით, „ბათუმის წყალმა“ გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურების მონიტორინიგის დეპარტამენტიდან, უკვე გამოითხოვა ინფორმაცია გასულ წლებში ნურის ტბაზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგების …

რატომ იხოცებიან ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში თევზები – ლაბორატორიული კვლევის შედეგები

აჭარის ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში ბათუმის ცენტრალური პარკის ტბიდან აღებული სინჯები შეამოწმეს. როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ამ ეტაპზე ტბის ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ანალიზი ჩატარდა, რის შედეგადაც ტბაში ტოქსიკური ნივთიერებების არსებობა არ დადგინდა. „არც ჟანგბადის ნაკლებობას აჩვენებს ანალიზი,“ – გვითხრეს მერიაში. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუკი არ არის ტბა ტოქსიკური, მაშინ რა იწვევს თევზების სიკვდილს? მერიაში გვეუბნებიან, რომ ამის დასადგენად დამატებითი …

მკვდარი თევზები ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში

ბათუმში, ცენტრალური პარკის ტბის ზედაპირზე, თევზები ტივტივებენ. თევზების ნაწილი ტბის ნაპირთან ისე ახლოსაა, რომ ადამიანები პატარა ბადეებით ტბაში შეუსვლელად იჭერენ მათ.  თევზებით სავსე პარკები უჭირავთ უფროსებთან მყოფ ბავშვებსაც. „ტბაში მკვდარ თევზებსაც ვხედავთ, როგორ ფიქრობთ, საშიში არ არის აქ დაჭერილი თევზი ჯანმრთელობისთვის?“ – ვკითხეთ მამაკაცს, რომელსაც თევზებით სავსე რამდენიმე პარკი ჰქონდა. „რა ვიცი, ალბათ არა, “- …

მერიამ შესაძლოა ნურიგელის ტბისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება მოითხოვოს

მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულო ისტორიულ ზონას დაამტკიცებს, ბათუმის მერიამ შესაძლოა ბათუმის ცენტრალურ პარკში არსებულ ნურიგელის ტბისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება მოითხოვოს. ინიციატივა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ ბათუმის მერი ისტორიული ზონის „გეოგრაფიკის“ მიერ შეთავაზებული საზღვრების რედაქტირებას ითხოვს. მერის იდეაა, ამ საზღვრებიდან ამოიღონ გორგილაძის ქუჩის ნაწილი და ე.წ. წითელი ზოლი მელიქიშვილის …

ნურიგელის ტბისთვის 30 ათას ლარად სპორტულ კანოეს და კაიაკებს შეიძენენ

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო 4 ერთადგილიან და 2 ორადგილიან კაიაკს/ბაიდარსა და სპორტულ კანოეს [3  – ერთადგილიანი და 1  – ორადგილიანი] შეისყიდის. კანოესა და კაიაკების შესაძენად 30 ათასი ლარია გათვალისწინებული. სააგენტოში აცხადებენ, რომ ნავები, რომლებსაც ბათუმის ცენტრალური პარკის ტბისთვის [ნურიგელის ტბა] ყიდულობენ, სანიჩბოსნო სპორტის განვითარებისთვის სჭირდებათ. მთავარი ფოტო: ნურიგელის ტბა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან ამავე თემაზე: …

ნურიგელის ტბაში ჭრელი სქელშუბლას, თეთრი ამურისა და კობრის 1,5 ტონა ლიფსიტებს გაუშვებენ

ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში [„ნურიგელის ტბა“] გათევზიანებისთვის ჭრელი სქელშუბლას, თეთრი ამურისა და კობრის ლიფსიტების შესაძენად ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს 20 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. ლიფსიტების შეძენასა და ტბაში გაშვებაზე შესაბამისი ტენდერი სააგენტომ უკვე გამოაცხადა. ტბაში უნდა გაუშვან: [checklist] ჭრელი სქელშუბლა (Hypophthalmichtys molitrix) – თითოეული არანაკლებ 300 გრამი – 600 კილოგრამი; თეთრი ამური (Ctenopharyngodon idella) …

ბათუმის მერია ორ ნიჩბიან ნავს ყიდულობს

ბათუმის მერია ორ ერთეულ ნიჩბიან ნავს [კაიაკი] ყიდულობს. მერიის ინფორმაციით, ნავები სანიჩბოსნო სპორტის განვითარებისთვის არის საჭირო. ნიჩბიანი ნავების შესაძენად ბიუჯეტიდან 5 ათასი ლარია გამოყოფილი. მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალეკო თევზაძის თქმით, ბათუმში სანიჩბოსნო კლუბიც იქმნება, რომლის პრეზენტაცია სექტემბერში  გაიმართება. „გვინდა, რომ სანიჩბოსნო სპორტი დაუბრუნდეს ქალაქს. ამისთვის იქმნება სანიჩბოსნო სპორტის ფედერაცია. ამ ორი ნავის …

20 ათასი ლარი ნურიგელის ტბის გათევზიანებისთვის

ბათუმში, ნურიგელის ტბის გათევზიანებისთვის, ბათუმის ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი გამოიყო. ამ თანხით იგეგმება ასევე აერაციის სისტემის გადახურების საწინააღმდეგო და საკონტროლო აღჭურვილობის სისტემის შეძენაც. საკითხი დღეს, 31 ივლისს, ბათუმის საკრებულოში განიხილეს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია შეტანილი. 6 მაისის პარკში, ნურიგელის ტბაში, ბევრი მოქალაქე თევზაობს, თუმცა თევზჭერა აქ არ არის რეკომენდებული. სპეციალისტების რეკომენდაციით, …

რა ელის ნურიგელის ტბას

მას შემდეგ, რაც ნურიგელის ტბაში  აერაციის სისტემა დამონტაჟდა, მასში ჟანგბადის შემცველობა დარეგულირდა. ეს ადგილობრივი მეცნიერების ბოლო კვლევის შედეგებით დასტურდება, რომელთა მიხედვითაც ჟანგბადის მაჩვენებელი მასში დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა და დღეს უკვე ნორმის ფარგლებშია. გარდა ამისა, მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსანდრე თევზაძის განმარტებით, რამდენიმე დღეა ტბაში აღარ ჩაედინება დელფინარიუმიდან ჩამონადენი მარილიანი წყალი, რომელიც ტბის წყალში მარილიანობას ზრდიდა და …

დახოცილი თევზები ნურიგელის ტბაში [ფოტო]

ბათუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ნურიგელის ტბაში, თევზები დაიხოცნენ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, თევზების დახოცვა უჟანგბადობითაა გამოწვეული და „აქამდეც არაერთხელ მომხდარა“. ნურიგელის ტბაში ეკოსისტემა კარგა ხანია დარღვეულია. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო ტბის აერაციის სისტემის შეძენას და დამონტაჟებას გეგმავდა, რაშიც 292 400 ლარს გადაიხდას აპირებდა. სააგენტოში მიიჩნევდნენ, რომ ხელოვნური აერაცია ტბისთვის …

292 ათასი ლარი ნურიგელის ტბის აერაციისთვის

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო 6 მაისის პარკში არსებული ტბის აერაციის სისტემის შეძენასა და დამონტაჟებაში 292 400 ლარს გადაიხდის. სააგენტოში თვლიან, რომ ხელოვნური აერაცია ტბისთვის აუცილებელია. აერაციის სისტემა იქნება ჰიბრიდული ტიპის, როგორც ზედაპირული, ასევე ფსკერის, დიფუზიური. ის წარმოადგენს მოტივტივე პლათფორმას, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს მაღალი წნევის და დეკორატიული ილუმინაციის სისტემით. ფსკერის დიფუზიური აერაციის სისტემა უნდა …

რას გეგმავს მერია ნურიგელის ტბის გადასარჩენად

„კვლევით დადასტურდა, რომ ტბას პრობლემას უქმნის დელფინარიუმიდან ჩამდინარე ზღვის წყალი. ამან გამოიწვია შედეგი, რაც გვაქვს,” – აღნიშნა ეკოლოგმა არჩილ გუჩმანიძემ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მერიაში მოეწყო. ბათუმის მერი რამდენიმე ექსპერტს და ამ სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. გიორგი ერმაკოვის თქმით, ნურიგელის ტბის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მაგრამ მერიას უნდა ჰქონდეს კონკრეტული დასაბუთება, რის გაკეთებაა საჭირო. სპეციალისტების …

რას გეგმავს მერია ბათუმში ტბის გადასარჩენად

ბათუმში ნურიგელის ტბის მოწამვლის შემდეგ ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მერია მდგომარეობის შესასწავლად მსოფლიო დონის სპეციალისტებს დაუკავშირდება. ეს მაშინ, როცა მერიის დაქვემდებარებაში მომუშავე სპეციალისტი ამ შედეგის დადგომას 2013 წლიდან ვარაუდობდა და დროული რეაგირების საჭიროებაზე საუბრობდა. ამაზე „ბათუმელებმა“ რამდენჯერმე დაწერა. მერია, ბოლო სამი წლის განმავლობაში, პრობლემის წარმოჩენის შემდეგ, ყოველ ჯერზე, პირობას დებდა, რომ იზრუნებდა, …

ნურიგელის ტბაში თევზაობა სასტიკად აკრძალულია [ფოტო+ვიდეო]

“ნურიგელის ტბაში თევზაობა სასტიკად აკრძალულია” – დღეს ეს გაფრთხილება 6 მაისის პარკში, აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის პრეზიდენტმა – მურმან ჯიქიამ გაავრცელა. 6 მაისის პარკში მდებარე ტბის წყალი მომწამვლელია და არსებობს საშიშროება, რომ ეს ტოქსიკური ნივთიერება თევზიდან გადავიდეს ადამიანზე და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები – ამბობს მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე. ალექსანდრე თევზაძის განმარტებით, დამდგარ ტბებს …

Exit mobile version