ბათუმში ბევრს უნდა ახსოვდეს ე.წ. „ელიტური ვილების“ პროექტი, რომელიც გონიოში, ზღვის პირას „დაბალ განაშენიანებას“ და „სასტუმრო ვილების“ მშენებლობას ითვალისწინებდა. ამ პროექტის კონცეფციის დამტკიცებისას „ოცნების“ უმრავლესობის წევრებმა, კენჭისყრამდე, მათ გასაგონად, ვინც ბათუმის ურბანულ პოლიტიკას აპროტესტებს და ქაოსურს უწოდებს, ნიშნისმოგებით განაცხადეს, რა გვაქვს საწინააღმდეგო ბათუმში დაბალ განაშენიანებას ითხოვდნენ და აი, დაბალი განაშენიანებაო. იმით, რომ მერიას ზღვისპირა ზოლში …