ბულვარში, ბატუტზე მყოფი ბავშვის დაღუპვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმის ბულვარში ბატუტის დაზიანების შედეგად ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ბატუტის უსაფრთხოებაზე. შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმის ბულვარში მომხდარი ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ერთი პირი – 1958 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ძლიერი ქარის გამო ბათუმის …

კოვიდით გარდაიცვალა ბათუმელი მოზარდი, რომელსაც თანმხლები დაავადება ჰქონდა

ბათუმში მეათეკლასელი მოსწავლე გარდაიცვალა. ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გუშინ, 28 იანვარს, გარდაიცვალა. მოზარდის გარდაცვალებას ადასტურებს იმ სკოლის დირექტორიც, სადაც ბიჭი სწავლობდა. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ მოზარდს კორონავირუსი ჰქონდა. მას ასევე ჰქონდა სხვა თანმხლები დაავადებაც, რაც, სავარაუდოდ, გართულდა კორონავირუსის გამო. დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, კრიტიკულია …

ოჯახები შიმშილისგან გამოსავალს ბავშვების შრომაში პოულობენ – მიმართვა ხელისუფლებას

„ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა საგანგაშოა, ხოლო არსებული გამოწვევის საპასუხოდ, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ძალისხმევა – არაადეკვატური“, – მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR). ისინი 16 ივლისს თბილისში, 16 წლის გიორგი ბეშკენაძის მშენებლობაზე დაღუპვას ეხმაურებიან. გიორგი ბეშკენაძე დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის …

ავტოავარიის შედეგად ბათუმში 17 წლის მოზარდი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში 5 იანვარს მოხდა. ავტოავარიის შედეგად სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებით ავტომანქანაში მყოფი 17 წლის გოგონა რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. გოგონა 13 იანვარს გარდაიცვალა. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ახალი წლის შემდეგ სულ სამი გამოძახება ჰქონდათ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე. როგორც ამ უწყებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, აქედან ორი შემთხვევა გზის მოყინვის გამო მოხდა. მძიმე დაზიანებები არც …

Exit mobile version