როცა მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე შეფენილი წიწვოვანი ტყეები ყვითელი ყვავილებით დაიფარება, ქუჩებში სქელი, ღია ყვითელი, ნისლივით მტვერი დადგება და ყველაფერს მოედება, ეს ნიშნავს, რომ დაბა აბასთუმანში საკურორტო სეზონი დაიწყო. უზარმაზარ მთებში ჩაკარგული დაბა ხალხით ივსება, ზამთრობით დაკეტილ სახლებში სიცოცხლე ბრუნდება და მდინარე ოცხეს ხმაურს დასასვენებლად ჩამოსული ბავშვების ჟრიამული ერთვის. დაბა აბასთუმანი მდინარის სანაპიროზეა გაშენებული. პირველი, …
Tag Archives: მოგზაურობა საქართველოში
მოგზაურობა კახეთში
ზამთარია და, ალბათ, ბევრი თქვენგანი ზამთრის კურორტებს ეძებს დასვენება-განტვირთვისთვის, სხვა ალტერნატივას კი არ განიხილავთ. კახეთზე რას იტყვით? იქ არც სასრიალო ტრასა დაგხვდებათ და არც თოვლით დაფარული წიწვოვანი ტყის პეიზაჟი, მაგრამ დაგხვდებათ კავკასიონი, თვალუწვდენელი ალაზნის ველი და ზამთრის ქალაქები – სიღნაღი და თელავი. მართალია, ეს ორი ქალაქი წელიწადის ყველა დროს შეიძლება ნახოთ, მაგრამ, ჩემი აზრით, წლის …
„დეცე ლახვრა“ – ცის ფანჯარა კავკასიონზე
სვანეთი – რა გახსენდებათ პირველი, როცა საქართველოს ერთ-ერთი კუთხის სახელს გაიგონებთ? სვანური კოშკები? უშბა თუ თეთნულდი? მზით ამონათებული შხარა თუ უშგულის პანორამა? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე სვანეთზე ცისფერი, გამჭვირვალე, ხმაურიანი ნენსკრა წარმომიდგება თვალწინ. არსად მანამდე მსგავსი შეფერილობის მდინარე არ მინახავს და მგონია, ერთხელ თუ ნახავს ადამიანი ჭუბერის მწვანე ხეობაში ჩაფლულ ამ ფირუზისფერ სასწაულს, შეუძლებელია …
შემოდგომა ხევსურეთში
არ ვიცი, თქვენ რა ასოციაცია გიჩნდებათ, როდესაც სიტყვა „ხევსურეთს“ გაიგონებთ, მაგრამ მე იმწამსვე ჟანგისფერი ფიქალი ქვით ნაგები შატილის კონტურები წარმომიდგება, მერე ზურგჩანთის ჩალაგება და ხევსურეთისკენ წასვლა მინდება. როცა ბარში ზაფხული მთავრდება, მთაში უკვე გვიანი შემოდგომის ფერებია, დათვიჯვარზე კი – თოვლი და ძვლების გამყინავი სიცივე. შატილში ჩვეულებრივი სამგზავრო „მარშრუტკით“ წავედი. ოქტომბერი იწყებოდა და მძღოლი ეჭვობდა, ვაითუ …
აჭარა, რომელსაც ჯერ არ იცნობ
მზე, ზღვა და ბათუმი – აჭარაში კარგი დასვენებისთვის თითქოს მეტი არც არაფერი გჭირდება, მაგრამ ეს სტატია იმათთვისაა, ვისთვისაც აჭარა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ზღვა. სად წავიდეთ, რა ვნახოთ განსხვავებული? – ამ კითხვას ყველაზე ხშირად მისვამენ მეგობრები თუ ნაცნობები, რომლებსაც მთიანი აჭარა აინტერესებთ. შევეცდები, ვიყო მეგზური. მოკლედ, დავიწყოთ. ბათუმიდან ხელვაჩაურისკენ რომ წახვალთ და ქალაქს გასცდებით, ასარჩევი …
განთიადი ზღვაზე
„ზურგის ქარი“ – პირველი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა ამ სიტყვებით გამაცილეს სამოგზაუროდ. სამეცნიერო-კვლევით გემს, რომელსაც ბათუმიდან გავყევი, „მარე ნეგრუმი“ ერქვა და რუმინეთის დროშის ქვეშ ცურავდა. შავი ზღვა გემზე მყოფ მეცნიერთა გუნდთან ერთად გადავცურე, ზღვა, რომელიც სინამდვილეში უფრო ლურჯია, ვიდრე შავი, წყალი კიდევ გამჭვირვალე და კამკამა. გემზე მყოფ მეცნიერებს შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა უნდა გამოეკვლიათ. …
მძინარე ლოდების მინდორი
ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი ყოველი ახალი მოგზაურობის დაგეგმვის წინ ვფიქრობ, სად და როგორ ვიპოვო ისეთი ადგილი, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, მაგრამ ამჟამად ნაკლებად პოპულარულია. ჟურნალის ამ ნომრის დაგეგმვის წინ, ერთ-ერთი ასეთი ძებნის დროს, შემთხვევით ვიპოვე ინფორმაცია ქვასაყდარას შესახებ. მანამდე არასდროს გამიგია ამ ადგილზე. იმერეთში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე ქვასაყდარაზე ინფორმაციას ტურისტულ გზამკვლევებში ვერ …
ნისლიანი ხვამლის მთა [ფოტო]
ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი ხვამლის მთა ლეჩხუმში, მდინარეების: რიონისა და ცხენისწყლის ხეობაში მდებარეობს. ხვალმზე ასვლა რამდენიმე გზით შეიძლება, ყველაზე პოპულარული მარშრუტია სოფელი ტვიშიდან (მდინარე რიონის ხეობა) ან სოფელ ოყურეშიდან (მდინარე ცხენისწყლის ხეობა). ხვამლზე ფეხით ასვლას საშუალოდ 4-6 საათი სჭირდება,მთის ძირამდე მისვლა მაღალი გამავლობის მანქანითაც შესაძლებელია. საფეხმავლო გზა ხვამლისკენ დაუსახლებელ ტერიტორიაზე და ტყეზე გადის. წაიკითხეთ უფრო …
მოგზაურობა ხვამლის მთაზე
თუ გამოცდილ მოგზაურებს ჰკითხავთ, რომელი მხრიდან სჯობს წასვლა ხვამლის მთაზე, გეტყვიან, რომ ტვიშის გზით. ბათუმიდან იქ ჩასასვლელად ოთხი საათია საჭირო, ხოლო თბილისიდან – ცოტა უფრო მეტი. თითქმის ველური ბუნების, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მინერალური წყლების (აქაური წყლები, როგორც ამბობენ, შაქრიან დიაბეტსაც კი შველის), კრიალა ჰაერისა თუ ექსტრემის მოყვარულთათვის არაერთი სიურპრიზის მიუხედავად, ამ კუთხეს ადამიანები დასვენების მიზნით იშვიათად …
ეტიუდები ჩოხატაურიდან
ის იყო ბათუმი-ჩოხატაურის სამარშრუტო ტაქსი ჩოხატაურში შევიდა, რომ ვიკითხე – ჩოხატაურის ცენტრი ესაა-მეთქი? ჩოხატაურის ცენტრიც ესაა ბიძია და სამყაროსიცო, – მიპასუხა ვიღაც კაცმა, რომელიც მთელი გზა თავისთვის, ჩუმად იჯდა. ჩოხატაურში ჩასულს ნახევრად გამდნარი თოვლი, ატალახებული ქუჩები და ცოტა მზე დამხვდა. ჩოხატაურის ცენტრალური ნაწილი საბჭოთა არქიტექტურის სასაფლაოს ჰგავს. და ამ ნაცრისფერ რეალობაში, დაბის ცენტრში, ახალაშენებული კულტურის …