ზაზა სარალიძის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს: წამით შეძელით და ჩემს ადგილზე დადექით

ზაზა სარალიძე, 2017 წელს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მასთან პირისპირ შეხვედრას მოითხოვს ადვოკატებისა და მედიის თანდასწრებით. ზაზა სარალიძე წერს, რომ იმის ნაცვლად, რომ მკვლელები დააკავონ, ხელისუფლებამ მისი განადგურება გადაწყვიტა. “ბათუმელები” ზაზა სალარის წერილს, რომელიც მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა, უცვლელად გთავაზობთ. “ბატონო ბიძინა მოგმართავთ ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს მოკლული 16 წლის მოზარდის …

გრიგოლ გეგელია: ამ პროცესებით ხელისუფლება და „ნაციონალები“ ერთმანეთს აძლიერებენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმის არაობიექტურად გამოძიებას საზოგადოებაში დიდი პროტესტი მოჰყვა. რამდენიმე დღეა თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში ხალხი სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით ქუჩაში დგას. მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე თავდაპირველად ხელისუფლებას მისი შვილის მკვლელების დასჯას სთხოვდა, თუმცა პროცესებმა ბოლო პერიოდში სხვა მიმართულება მიიღო. ხელისუფლება სამოქალაქო პროტესტის დემონიზებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ამ პროცესების ხელში აღებას …

შავგულიძე: ამ სიტუაციაში ახალი პროკურორი ერთ თუ რამდენიმე საქმეზე შეძლებს გამოძიების ჩატარებას

დღეს, „ევროპულმა საქართველომ“ მთავარი პროკურატურის პოსტზე მმართველ პარტიას შალვა შავგულიძის კანდიდატურა შესთავაზა. შალვა შავგულიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის მზად არის გახდეს მთავარი პროკურორი, თუკი მმართველი გუნდი მის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. შალვა შავგულიძეს ვკითხეთ, იმ ფონზე, როცა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ გამოძიებამ განზრახ გაანადგურა ყველა მტკიცებულება, რითაც დადგინდებოდა ვინ მოკლა მისი შვილი, რა შეუძლია ახალ მთავარ პროკურორს …

რისი გამოძიება შეუძლია პარლამენტის საგამოძიებო კომისიას

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია შეიქმნა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში გუშინ, 31 მაისს მიიღეს. როგორ მუშაობს საპარლამენტო კომისია და რისი უფლება აქვს მას? ამ საკითხზე „ბათუმელები“ ყოფილ პარლამენტარს, იურისტ თამარ კორძაიას ესაუბრა. იურისტის თქმით, კომისიამ უნდა გამოავლინოს „დამნაშავე საჯარო მოხელეები, დამნაშავეები პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანოებში. ერთი სიტყვით, ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეები, ვინც ხელს …

სად იგეგმება სოლიდარობის აქციები – თბილისი, ვარშავა, ქუთაისი, ხულო 

თბილისი, გორი, ბორჯომი, ზუგდიდი, ქობულეთი, ვარშავა, ქუთაისი, ხულო  – აქ  დღეს, პირველ ივნისს, სოლიდარობის აქციებია დაგეგმილი. აქცია უკვე დაიწყო და მიმდინარეობს ქუთაისში. სტუდენტები ქუთაისის ქუჩებში მსვლელობას მართავენ და მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებენ. [checklist] ქობულეთში, მერიის წინ აქცია 19:00 საათზეა დაგეგმილი. აქცია გორში 19:00 საათზეა დაგეგმილი. ბორჯომში სოლიდარობის აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი. …

Exit mobile version