გონიოს ციხესთან მოსაცდელის დადგმის საკითხზე ზონალურმა საბჭომ უნდა იმსჯელოს – კმდს

გონიოს მოსახლეობა, რომელიც გონიოს ციხის მოპირდაპირედ, ზღვის მხარეს ცხოვრობს, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებასთან მოსაცდელი ჯიხურის დადგმას ითხოვს. მათი თქმით, საკითხი 2014 წლიდან დღემდე მოუგვარებელია. „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ზონაში მოსაცდელის დადგმის უფლება არ აქვთ. თუმცა, მოსაცდელი ჯიხურები ამ ზონაში მაინც დგას, მაგრამ არა ციხის იმ კედლის პირდაპირ, რომელიც ავტომაგისტრალის გასწვრივაა. „უშუალოდ ციხესიმაგრის მხარეს …

დ’ალფონსის სააგარაკო სახლს მწვანე კონცხზე ძეგლის სტატუსი მიენიჭა, შენობა ავარიულია

მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარე დ’ალფონსის სააგარაკო სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ხელი 2018 წლის 31 ივლისს მოაწერა. სააგენტოს ინფორმაციით, სააგარაკო სახლი, რომელიც უკვე არქიტექტურულ/მემორიალური ძეგლია, XIX საუკუნის ბოლო მეოთხედშია აშენებული. სააგარაკო სახლი, სადაც ადრე რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, დღეს გამოთავისუფლებულია. შენობა …

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბიუჯეტი 628 300 ლარით გაიზარდა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ბიუჯეტი 628 300 ლარით გაიზრდება. აღნიშნული ფინანსები ძირითადად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-შენახვაზე დაიხარჯება. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი, მირზა ცეცხლაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, თანხა დაემატება ურბანული მემკვიდრეობის დაფინანსებას. „წელს დაგეგმილი იყო სამი ურბანული პროექტის შესყიდვა, ახლა დაემატება კიდევ ორი პროექტი. ფასადების ნაწილში მოხდება მემედ აბაშიძის 41-ში აჭარის ტელევიზიის შენობის ფასადის რეაბილიტაცია და დაფინანსდება …

ხიხანის ციხის კოშკების რეაბილიტაციაზე ტენდერი არ შედგა

ხიხანის ციხის კოშკი N2-სა და კოშკი N3-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით კოშკების რეაბილიტაციისთვის 110 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. „სააგენტოში ამჟამად ვმუშაობთ, განვიხილავთ ყველა ნიუანსს, რაც სატენდერო პირობებს უკავშირდება, შევისწავლით დეტალურად და ტენდერს ხელახლა გამოვაცხადებთ,“ – გვითხრა სააგენტოს ხელმძღვანელმა, მირზა …

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობას მირზა ცეცხლაძე შეასრულებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობას მირზა ცეცხლაძე შეასრულებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, იგი ამ თანამდებობაზე დროებით ინიშნება. მირზა ცეცხლაძე რამდენიმე წელია სააგენტოში მუშაობს. იგი ამ დრომდე სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი იყო, უფრო ადრე კი -სააგენტოს იურისტი. სააგენტოს დირექტორი ერთი კვირაა არ ჰყავს, მას შემდეგ, რაც ეს თანამდებობა ლაშა ასლანიშვილმა …

XIX საუკუნის ჩუქურთმები და ფერწერა ბათუმში – მესაკუთრე სახლის რესტავრირების ნებართვას ითხოვს

ბათუმში, ირაკლი აბაშიძის # 3-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიმდინარე უნებართვო სამუშაოები, რაზეც „ბათუმელები“ წერდა, სააგენტოს მონიტორინგისა და ნებართვების განყოფილებამ შეაჩერა. მასალის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციას სახლის მესაკუთრე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ძეგლი სავალალო მდგომარეობაშია, სახურავი რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია და ჟონავს, რაც ოთახებში მოჩუქურთმებულ, უნიკალურ ჭერს აზიანებს, ეზოს მხრიდან კი კედლები დაბზარულია და თანდათან იშლება, ამიტომაც მისი …

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჭინკაძეების მეჩეთის რეაბილიტაციას გეგმავს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში მდებარე ორსაუკუნოვანი მეჩეთის რეაბილიტაციას გეგმავს. მეჩეთზე სარემონტო სამუშაოები ადგილობრივმა მუსლიმებმა  გასულ წელს დაიწყეს სამუფთოს ფინანსური დახმარებით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე.  მეჩეთს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მეტალო-პლასმასის ფანჯრები გაუკეთეს და თუნუქით გადახურეს. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მქონე საკულტო ნაგებობაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ სააგენტომ მას შემდეგ შეიტყო, როცა …

Exit mobile version