გოდერძის ჩანჩქერი აჭარის პატარა სოფელში [ფოტოამბავი]

სოფელი მეძიბნა ქედაში მდებარეობს. ბათუმიდან დაახლოებით საათ-ნახევარია ავტომობილით საჭირო ამ სოფელში მისასვლელად. სოფელში 45-50 კომლი ცხოვრობს. სწორედ ამ პატარა სოფელში მდებარეობს წყალუხვი ჩანჩქერი, რომელსაც „გოდერძის ჩანჩქერს“ ეძახიან. ჩანჩქერი ორ სოფელს, მეძიბნასა და ოქტომბერს ესაზღვრება და, მართალია, ქედაში მის შესახებ იციან, თუმცა ბევრი ტურისტისთვის ეს ახალი, უცნობი ადგილია აჭარაში. ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 30 მეტრია. ჩანჩქერის უკან,  …

სოფელ მეძიბნაში მრავალფუნქციური სახლის მშენებლობა დაიწყო

სოფელი მეძიბნა ზღვის დონიდან ერთ-ერთი მაღალი სოფელია ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც ზამთარი უხვნალექიანობით გამოირჩევა. აქ წლებია მოსახლეობა თავშეყრის ადგილის მოწესრიგებას ითხოვს. მეტიც, სოფლის სახლი ამორტიზირებულ შენობაში აგრძელებდა ფუნქციონირებას. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მრავალფუნქციური სახლის ასაშენებლად, წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 146 852 ლარი იქნა გათვალისწინებული. სოფლის სახლი, თავშეყრის სივრცე, სამედიცინო პუნქტი – ეს ის სერვისებია, რომლებიც ერთად მოიყრის …

მეძიბნაში სოფლის სახლსა და სამედიცინო პუნქტს ააშენებენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნაშისამედიცინო პუნქტი და სოფლის სახლი მოეწყობა. მშენებლობისთვის ქედის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 183 570 ლარი გამოყო. ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, სოფლის სახლისა და სამედიცინო პუნქტისთვის სოფელში ერთსართულიანი კაპიტალური შენობა აშენდება. მისივე ინფორმაცით, 183 570 ლარი მხოლოდ მშენებლობისთვისაა გამოყოფილი, ინვენტარის შესაძენად თანხას კი, ქედის მერია მშენებლობის დასრულებამდე გამოყოფს. სოფლის სახლისა და სამედიცინო პუნქტის მშენებლობაზე …

Exit mobile version