რას გეგმავს სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილის პოსტზე

დღეს 27 ნოემბერს, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მომღერალ სოფო ხალვაშს მეორე მოადგილის პოსტზე დანიშნავს. ეს თანამდებობა რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო. „ბათუმელებთან“ საუბარში სოფო ხალვაშმა განაცხადა, რომ შემოთავაზება უშუალოდ ბათუმის მერისგან მიიღო. მისი განცხადებით, მას შემოთავაზება ლაშა კომახიძისგან უფრო ადრეც ჰქონდა. „ადრეც მქონდა ლაშა კომახიძისგან შემოთავაზება, მაგრამ თავს ვიკავებდი“- გვეუბნება ის. კითხვაზე, მისი აზრით, რატომ …

მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ ინიშნება. ინფორმაცია დაგვიდასტურა სოფო ხალვაშმაც. ის „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ შემოთავაზება უშუალოდ ბათუმის მერისგან, ლაშა კომახიძისგან მიიღო. ბათუმის მერს  აქამდე ერთი მოადგილე ჰყავდა და ერთი ვიცე-მერი. მეორე მოადგილის ადგილი რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო. სოფო ხალვაში აქამდე აჭარის ტელევიზიაში, დილის გადაცემის წამყვანად მუშაობდა. მომღერალმა თავისი მხარდაჭერა პრეზიდენტობის …

ლელა სურმანიძე: კომერციულ პროექტებში მერია ნაკლებად უნდა ჩაერთოს

რატომ არჩია მერიაში მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობას, როგორია მისი ხედვები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე და პროგრამებზე, – ბათუმის მერის ახალი მოადგილე ლელა სურმანიძე „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს. ქალბატონო ლელა, თქვენ ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყავით, მერიაშიც მერის მოადგილედ დაინიშნეთ. რა უპირატესობა აქვს თვითმმართველ ორგანოში მუშაობას?  უპირატესობა აქვს იმ მოსაზრებით, რომ ჩემთვის უფრო მეტი სამუშაო იქნება, რადგან დამემატა სხვა …

ხულოს ყოფილი გამგებლის პირველი მოადგილე მერის მოადგილედ დაინიშნა

 ხულოს მერმა გოჩა მელაძემ, პირველი მოადგილის პოზიციაზე ყოფილი გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის პირველი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე დანიშნა. ლაშა ბოლქვაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანება, ხულოს მერმა გუშინ, 14 ნოემბერს დაწერა. პროფესიით ფინანსისტი ლაშა ბოლქვაძე, ხულოს გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე 2014 წლის 8 აგვისტოს დაინიშნა, 2017 წლის თვითმართველობის არჩევნებზე კი, წინასაარჩევნო პერიოდში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ამ დროისთვის ხულოს გამგეობაში …

ბათუმის მერი: „ვცადე და ვერ შევარჩიე მოადგილე“

„ვცადე და ვერ შევარჩიე… სამწუხაროდ, სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა მიმზიდველი აღარ არის ბევრისთვის. გამოცდილ ადამიანებს კერძო სექტორში ურჩევნიათ მუშაობა, იქ უფრო კარგი პირობები აქვთ, მაღალი ანაზღაურება და ასე შემდეგ,“ – ასე უპასუხა ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელების“ კითხვას, რატომ არ ინიშნება მერის მოადგილე, რომელიც ფინანსურ საკითხებს უნდა კურირებდეს. მერის მოადგილის პოზიცია ვაკანტურია 2015 წლის 13 ივლისიდან. …

Exit mobile version