აჭარაში 6-ის ნაცვლად 3 მაჟორიტარული ოლქი იქნება

აჭარაში 6-ის ნაცვლად 3 მაჟორიტარული ოლქი იქნება. ამის შესახებ დღეს, 10 მარტს, პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, უკვე არსებობს წინასწარი მონახაზი, რომლის მიხედვითაც, აჭარის მსგავსად სამეგრელო, კახეთი და ქვემო ქართლი 3-3 ოლქად დაიყოფა, შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი – 2-2 ოლქად, თითო მაჟორიტარული ოლქი ექნება გურიას, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთს. იმერეთში 4 მაჟორიტარული …

„ყველას მისი აზრი აქვს“ – რატომ არ უჭერს მხარს ანზორ ბოლქვაძე მაჟორიტარობის გაუქმებას 

„მე თავიდანვე არ მომიწერია ხელი კანონპროექტზე… საბოლოოდ არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ალბათ მხარს არ დავუჭერ,“ – გვითხრა ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ. ის ერთ-ერთია მაჟორიტარ დეპუტატებს შორის, რომელიც „მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის“ გაუქმებას არ უჭერს მხარს.  ანზორ ბოლქვაძე სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. ის სამივეჯერ როგორც მაჟორიტარი, ისე გახდა დეპუტატი. პროპორციულ სისტემაზე …

დეპუტატ ფატი ხალვაშის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია

24 იანვარს, 17:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მაჟორიტარი დეპუტატი, ფატი ხალვაში, მისი მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება მაჟორიტარ დეპუტატს დაუსვას კითხვები. მის: ფარნავაზ მეფის ქუჩა, N 62/64/66 აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

Exit mobile version