პენსიონერები სესხში ისევ მაღალ პროცენტს იხდიან – ომბუდსმენის წინადადება „ლიბერთი ბანკს“

საქართველოს სახალხო დამცველი „ლიბერთი ბანკს“ საპენსიო სესხებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პრობლემაზე მიმართავს – პენსიონერებს 2023 წლამდე აღებულ სესხებში ისევ მაღალი პროცენტის გადახდა უწევთ. სახალხო დამცველის შეფასებით, დგას „არათანაბარი ინფორმირების პრობლემა“. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოითხოვს „პენსიონერთა მიერ ოვერდრაფტის ხელშეკრულებების 2023 წლიდან მოქმედი ახალი დაბალი პროცენტით ავტომატურად გადაანგარიშების მიზნით, მიიღონ ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული …

„პენსიას ანაბარზე ვინახავდი და პირიქით, 4 წლის პენსია დავკარგე“ – 70 წლის ქალი ქობულეთიდან

„10 წლის წინ, როცა პენსიონერი გავხდი, ვიფიქრე, ანაბარს გავხსნი და შვილს ბინის ფულს დავუგროვებ-მეთქი, სოციალური ანაბარი გავხსენი და პენსია ავტომატურად ანაბარზე გადადიოდა. თანხის დაგროვების ნაცვლად, 4 წლის პენსია საერთოდ დავკარგე,“ – ამბობს 70 წლის ლილი შაქარიშვილი, რომელიც ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ცხოვრობს. ლილი შაქარიშვილმა „ლიბერთი ბანკთან“ სოციალური ანაბრის ხელშეკრულება 2014 წელს გააფორმა – პენსიონერის პენსია ავტომატურად …

ბათუმში ბანკიდან 3,5 მილიონის მოპარვის საქმეზე მენეჯერი დააკავეს

„ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ფილიალის ყოფილი მენეჯერი დააკავეს. საუბარია დაახლოებით 3.5 მილიონი ლარის მოპარვის საქმეზე. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2015 წლიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში დაამზადა ანაბრის გახსნისა და დახურვის ყალბი ხელშეკრულებები, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, რა გზითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. ბანკის მენეჯერს ბრალის დადასტურების …

პენსია სესხად: 1080 ლარი გამოვიტანე და 2681-ს მთხოვენ, პირობები უჩემოდ შეცვალეს

„საპენსიო სესხი გამოვიტანე 1080 ლარი და 2681 ლარს მახდევინებენ. ხელშეკრულება პანდემიის დროს ისე შემიცვალეს, ბანკიდან არაფერი მკითხეს, ჩემი ხელმოწერაც არ დასჭირდათ და 47 თვის ნაცვლად 80 თვე მექნება სესხი გადასახდელი,“ – გვიყვება ბადრი ჯინჭარაძე. ის პენსიონერია, ქობულეთში ცხოვრობს და საპენსიო სესხი 2019 წლის ნოემბერში აიღო. ბადრი ჯინჭარაძის საპენსიო სესხი, როგორც ყველა პენსიონერის ამ ქვეყანაში, მაღალპროცენტიანია. …

ბათუმში ბანკიდან 3.5 მილიონი ლარი მოიპარეს

„ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ფილიალის ყოფილ მენეჯერს და კიდევ 14 თანამშრომელს სასამართლოში უჩივიან. მიზეზი მილიონობით თანხის დაკარგვაა. „ლიბერთი ბანკი“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმ თანამშრომლებს ედავება, ვისთანაც შრომითი ხელშეკრულებები უკვე შეაჩერა. საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. საქმის მასალების მიხედვით, ბანკიდან 2 მილიონ 533 ათასი ლარი, 202 ათასი ამერიკული დოლარი და 80 ათასი ევროა დაკარგული. სხვადასხვა ტრანზაქციით 37 …

პენსიონერმა ბანკიდან 1800 ლარი აიღო და 3510 უნდა დააბრუნოს – რატომ არ ცვლიან კანონს

„საპენსიო სესხის აღების შემთხვევაში, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იქნება 30-დან 35 %-მდე,“ – გიპასუხებთ „ლიბერთი ბანკის“ ცხელი ხაზის ოპერატორი, თუკი ათასობით პენსიონერის რიგს შეუერთდებით და თქვენც საპენსიო სესხის აღებას გადაწყვეტთ. მიუხედავად იმისა, რომ კანონში ცვლილებები შევიდა და საპენსიო სესხი დაახლოებით 10 %-ით გაიაფდა, პენსიონერებს, რომლებიც ძირითადად მიზერული პენსიის ამარად არიან, ყველაზე მეტის გადახდა უწევთ სესხში. არაპენსიონერისთვის …

აპრილის პენსიას 70 წლის და ზევით ასაკის პენსიონერებს წინასწარ ჩაურიცხავენ

70 წლის და 70-ზე ზევით ასაკის პენსიონერებს აპრილის თვის პენსიას წინასწარ ჩაურიცხავენ. პენსიების წინასწარ ჩარიცხვის თარიღის და ჩარიცხული თანხებით სარგებლობის წესების შესახებ „ლიბერთი ბანკი“ სპეციალურ განცხადებას ხვალ, 23 მარტს გააკეთებს. „რამდენიმე კვირაში, ვირუსის გავრცელების გამწვავების შესაძლებლობის გამო, და იმის გამო, რომ ჩვენთვის თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია,  ლიბერთი ბანკმა,  საქართველოს მთავრობასთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება და …

აქვს თუ არა უფლება გამყიდველს, უარი გითხრათ ბარათით გადახდაზე

არაერთ მარკეტში, სადაც განთავსებულია პოს-ტერმინალები და გადახდა ელექტრონული ბარათებითაა შესაძლებელი, მომხმარებელს ამ ფორმით მომსახურებაზე, დაბალი თანხის შემთხვევაში, უარს ეუბნებიან. ამ შემთხვევაში თანხის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდას ითხოვენ. ზღვარი, რომლის ქვემოთაც ბარათით ვერ გადაიხდით, სხვადასხვა მარკეტში სხვადასხვაა და 1-დან 5 ლარამდე მერყეობს. ანუ ამ მარკეტებში ბარათით გადახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ შესაძენ პროდუქტში ან 1 ან …

ენმ: პენსიონერებისთვის მომსახურების პირობები გაუარესდა

„გაუმჯობესების ნაცვლად, პენსიონერებისთვის მომსახურების პირობები გაუარესდა,“ – აცხადებს უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე. მან დღეს ბათუმში, თამარის დასახლებაში ბრიფინგი ქუჩაში გამართა, სადაც მოხუცები პენსიას ბანკის სპეციალური ავტომანქანებიდან იღებენ. „ამ დასახლებაში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი გაუქმდა და 2000-მდე პენსიონერს ახლა ქუჩაში უწევს პენსიის აღება. ხშირად არის რიგები. მოხუცებს წვიმაში, ან სიცხეში უწევთ აქ დგომა. სახელმწიფო …

„ლიბერთი ბანკის“ სოციალური პასუხისმგებლობა

„ლიბერთი ბანკი“ საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი ბანკია, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. „ერთად შევცვალოთ გარემო უკეთესობისკენ!“ – ეს სლოგანი ზუსტად გამოხატავს „ლიბერთი ბანკის“ დამოკიდებულებას ქვეყნის მომავლისადმი. საზოგადოების წინაშე სოციალური ვალდებულებების მნიშვნელობის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი, ალექსი ხოროშვილი საუბრობს. ბატონო ალექსი, რას ნიშნავს „ლიბერთი ბანკისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა? რატომ არის თქვენთვის ეს მიმართულება მნიშვნელოვანი? „ლიბერთი ბანკისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა არის …

Exit mobile version