ქობულეთის მერის ხელფასი გაიზარდა და 5 000 ლარი იქნება

ქობულეთის ახალი მერი, ლევან ზოიძე, საკრებულოში ხელფასების ზრდის ინიციატივით შევიდა, შესაბამისი განკარგულების პროექტი განსახილველად საკრებულოში უკვე გადაგზავნილია. პროექტის მიხედვით, მერის ხელფასი 5060 ლარი იქნება, ხოლო პირველ მოადგილეს ხელფასის სახით 3850 ლარი დაერიცხება, მერის მეორე მოადგილე 3 520 ლარს მიიღებს. ქობულეთის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელფასი 1650 ლარით განსაზღვრეს, მეორე რანგის საჯარო მოხელის ხელფასი 1320, …

ქობულეთის მერის არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

ქობულეთის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი – ლევან ზოიძე ლიდერობს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ლევან ზოიძემ ხმების 52.5 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზეა ოპოზიციური ერთობის კანდიდატი ბონდო თედორაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მან 39.34 პროცენტი მიიღო. ამომრჩეველთა ხმების 8.46 პროცენტი მიიღო ირაკლი ბერიძემ პარტიიდან „გახარია – საქართველოსთვის“. ქობულეთში სულ 67 საარჩევნო უბანია. ამ დროისთვის ცესკოს ყველა საარჩევნო უბნის …

ქობულეთში „ოცნების“ მერობის კანდიდატი ლევან ზოიძე იქნება

ქობულეთის მერობის კანდიდატი ლევან ზოიძე იქნება. მერობის კანდიდატები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, 30 ივლისს დაასახელა. ლევან ზოიძე ამ დრომდე ქობულეთის მერის მოადგილეა. ლევან ზოიძის მამა ავთანდილ ზოიძე ქობულეთის საკრებულოს დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“. ლევან ზოიძის და – თინა ზოიძე კი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსია. აჭარის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ მერობის ყველა კანდიდატი კაცია. ქვეყნის მასშტაბით …

„ჭაბურღილები მოაწყვეს, 500-კომლიანი სოფელი მაინც უწყლოდ ვართ“ – ქობულეთის მერიის განმარტება

„სოფელი უკვე უდაბნოს დაემსგავსა, მთელი სოფელი უწყლოდ ვართ უკვე ორი კვირა, ადრე ხანდახან მაინც მოდიოდა წყალი, ახლა საერთოდ აღარ მოდის,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში მცხოვრები გულნაზ ვერულიძე. მისი თქმით, მოსახლეობა წყალს ჭებიდან ეზიდება. სოფელში დაახლოებით 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. მოქალაქეების თქმით, ისინი წყალს წყაროდან ან ჭებიდან ეზიდებიან. პრობლემა ვერ მოგვარდა იმის მიუხედავად, რომ ამ …

Exit mobile version