„კრისტალ ბილდინგმა“ ქობულეთში სანაპიროზე ფიჭვნარი გაჩეხა – ენმ

„კრისტალ ბილდინგმა“ ქობულეთის სანაპიროზე ფიჭვნარი გაჩეხა. აქ კომპანია 71 523 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს და სამშენებლო სამუშაოებს ატარებს. როგორც ქობულეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან ბონდო თედორაძე ამბობს, ხეების გაჩეხვაზე ნებართვა არ შეიძლება ჰქონდეს კომპანიას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „კრისტალ ბილდინგთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, შესწავლის მიზნით, 2019 წლის თებერვალში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წაიღო. საგამოძიებო სამსახურს კითხვები ჰქონდა ქონების …

საგამოძიებო სამსახური ქობულეთის სანაპირო ზოლში მიწის გაყიდვის საკითხს სწავლობს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „კრისტალ ბილდინგს“ შორის დადებული ხელშეკრულება სამინისტროდან  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წაიღო.  ამ ხელშეკრულებით ქობულეთის ზღვისპირა პარკის გაგრძელებაზე 71 523 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი [სამი საკადასტრო ერთეული] და ამ ნაკვეთებზე არსებული ძველი შენობები გააასხვისეს. ამის თაობაზე საგამოძიებო სამსახურმა უკვე გამოკითხა აჭარის ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირებიც. საგამოძიებო სამსახურს აინტერესებს სარეკრეაციო ზოლში, …

ვის და რა პირობით მიჰყიდეს მიწები ქობულეთის სანაპიროზე – სამი კომპანია

აჭარის მთავრობამ ქობულეთში, ზღვის პირას, აუქციონზე კიდევ სამი ნაკვეთი გაყიდა. ნაკვეთების საერთო ფართობი 71 197 კვ/მ-ია. ქონება საწყის ფასთან შედარებით, 105 ათასი ლარით მეტად გაიყიდა. ნაკვეთები ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირსა და მეგობრობის ქუჩაზე მდებარეობს. მიწის ნაკვეთები პირობებიან აუქციონზე იყიდეს „ალიანსმა“, „კრისტალ ბილდინგმა“ და „არომა ნეომ“. [highlight color=”red”]შპს „ალიანსის“ [/highlight] დირექტორი და 12%-წილის მფლობელია აკაკი სონგულიაა. ის იმ …

ინვესტორი ქობულეთის მერიისგან პარკის ნაწილს ითხოვს – საპროტესტო აქცია

ამ წუთებში ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასის“ მიმდებარედ, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, კომპანია „კრისტალ ბილდინგმა“ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6 ათასი კვ.მეტრი პარკის ნაწილი თვითნებურად შემოღობა, რაზეც ხელისუფლება არ რეაგირებს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, როგორც ინვესტორი, ასევე ხელისუფლება ადგილობრივების უფლებებს არღვევს. თვითნებურად შემოღობილი მიწის გვერდით, კომპანიას პარკის ნაწილი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წელს …

ქობულეთში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება.  ახალი ინვესტიცია 200 მილიონ ლარს მოიცავს და ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გამორჩეულ სასტუმროპროექტს წარმოადგენს. https://youtu.be/dDOksf7DO0g სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას   საფუძველი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ინვესტორი კომპანიის „კრისტალ ბილდინგის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ვანო ლომიძესთან ერთად ჩაუყარა. ღონისძიებას მთავრობის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს …

Exit mobile version