Nasa-ს კოსმონავტები SpaceX-ის კოსმოსური ხომალდით მიფრინავენ – პირდაპირი ეთერი

დღეს Nasa და SpaceX-ი პირველ კომერციულ ამერიკულ კოსმოსურ ხომალდს აშშ-ს დროით 4:33-ზე გაუშვებს კოსმოსში [თბილისის დროით 28 მაისის 00:00 საათზე]. ასტრონავტების, რობერტ ბენკენისა და დუგლას ჰერლის კოსმოსში მოგზაურობას  Nasa და Space X-ი პირდაპირი ეთერით აჩვენებენ: რაკეტის დედამიწიდან აფრენის მომენტიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაფრენამდე. კოსმოსური ხომალდი SpaceX Crew Dragon-ი, SpaceX Falco  9 ფლორიდიდან, კენედის სახელობის ისტორიული …

ნასას დოკუმენტი მთვარეზე ჩასატარებელ სამუშაოებზე -„არტემისის შეთანხმება“

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ ნასამ გამოაქვეყნა დოკუმენტი „არტემისის შეთანხმება“ [Artemis Accords], რომელიც წარმოადგენს შეთანხმებას მთვარეზე ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით საერთო სტანდარტების აღიარებაზე. კერძოდ, დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნებისა და კომპანიების ქცევას კოსმოსსა და მთვარეზე. სააგენტო ელოდება, რომ სხვა ქვეყნები დაამტკიცებენ დოკუმენტს და ყველა ერთნაირი პირობებით აითვისებს სატელიტს. ახალი წესები აფართოებს კოსმოსის შესახებ გაფორმებულ 1967 …

საქართველო კოსმოსში – ფოტოგამოფენა დღეს გაიხსნება

ფოტოგამოფენა – „საქართველო კოსმოსში“ აჭარის ხელოვნების მუზეუმში დღეს, 10 აპრილს, 17:00 საათზე გაიხსნება. მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორის, აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის პირადი ფონდიდან. გამოფენა 20 აპრილამდე გაგრძელდება.

ნასას წინასაახალწლო ფოტოები კოსმოსიდან

ამერიკული გამოცემის, The Atlantic-ის ვებგვერდებზე, ტრადიციის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში 25 დეკემბრამდე ყოველდღე ქვეყნდება 1990 წელს ორბიტაზე გაშვებული კოსმოსური ტელესკოპის, ჰაბლის მიერ გადაღებული თითო ფოტო. ნასას სპეციალური, ჰაბლის მისიის გვერდის მეშვეობით შეგიძლიათ ნახოთ გამოსახულება, რომელსაც მოცემულ მომენტში ხედავს ტელესკოპი და დაათვალიეროთ კადრები. როგორი იყო ჩვენი გალაქტიკა და დედამიწის მიღმა სამყარო მთელი წლის მანძილზე? გამჭვირვალე, ვარსკვლავებით …

პირველი ქართველი ექიმი ასტრონავტის სერტიფიკატით


პროფესიით გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე 25 წელია სამედიცინო საქმიანობას ეწევა. 51 წლის ექიმი სპორტის ექსტრემალური სახეობებითა და მოგზაურობით არის გატაცებული და გარდა უცხო ქვეყნების, ზღვებისა თუ მყინვარწვერების დალაშქვრისა, იგი სამომავლოდ კოსმოსში გასვლასაც გეგმავს. საამისოდ მან საგანგებო წვრთნა უკვე გაიარა ფილადელფიის საწვრთნელ ცენტრში და 31 ოქტომბერს, „NASTAR“ ცენტრის ასტრონავტის ოფიციალური სერტიფიკატიც აიღო.

Exit mobile version