ვინ არის თორნიკე ონიანი – 16 წლის ბიჭის წამების საქმე პოლიციის უფროსის წინააღმდეგ

თორნიკე ონიანი ბოლნისის პოლიციის უფროსი აღარ არის. ამის შესახებ „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში უთხრეს. თორნიკე ონიანი ბოლნისში პოლიციას ხელმძღვანელობდა, სადაც 16 წლის ბიჭი აწამეს, სცემეს, ხელი მოტეხეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. ამ საქმეზე ამ დრომდე დასჯილი არავინაა. მსხვერპლი ბიჭი ამბობს, რომ მას უშუალოდ პოლიციის უფროსმა სცემა. „ასეთი ამბავი უახლოეს ისტორიას არ ახსოვს, რაც „ქართული ოცნება“ …

საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გადადგომისაკენ მოუწოდებენ

„საქმეების ირგვლივ დღემდე განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს შერჩევით მართლმსაჯულებასთან და სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით,“ – აცხადებენ საია-ში და ორგანიზაციაში – „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“. ეს ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს გადადგომისკენ მოუწოდებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ 2016 წლის ზაფხულში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე. ინციდენტის შემდეგ 13 წლის ბიჭის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. …

„ლაშა დეკანაძის საქმეზე განაჩენი დაუსაბუთებელია“

ლაშა დეკანაძე ერთადერთი მსჯავრდებულია „ბათუმის აქციის საქმეზე“, რომელმაც დანაშაული არ აღიარა. მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა 2 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ შეფასებით, სასამართლოს ეს განაჩენი დაუსაბუთებელია. ლაშა დეკანაძე 12 მარტის დილას დააკავეს და ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს წვრილმანი ხულიგნობისთვის. მას მოსამართლე სალიხ შაინიძემ 5 დღით მიუსაჯა პატიმრობა. პატიმრობიდან გამოსულ დეკანაძეს პროკურატურამ …

რას შეცვლის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა

პირველი მოსამართლე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში უვადოდ დაინიშნა, გოჩა ფუტკარაძეა. 2010 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება 2013 წლიდან ამოქმედდა და მას შემდეგ მოსამართლეები გამოსაცდელი ვადით – სამი წლით ინიშნებიან. ამ ვადის გასვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო წყვეტს, მოსამართლე უვადოდ [საპენსიო ასაკამდე] გამწესდება თუ არა. „არის თუ არა უვადოდ მოსამართლის დანიშვნა მისი დამოუკიდებლობის გარანტი? მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება …

6 ათასი დისკრიმინაციული განცხადება დასაქმების ბაზარზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ დასაქმების შესახებ გამოქვეყნებული 85 ათასი განცხადების შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ 6 090 განცხადება შეიცავს დისკრიმინაციულ ტერმინებს. საქართველოს კანონმდებლობით, წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია იკრძალება. დამსაქმებელს უფლება არ აქვს, გასაუბრების დროს კითხვა დაგისვას ოჯახური მდგომარეობის შესახებ. თუ ამას აკეთებს, უნდა იცოდეთ, რომ ის თქვენს უფლებებს არღვევს. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტის, ადვოკატირების …

Exit mobile version