28 თებერვალს და 1 მარტს საგიტარიუსში კონსულტაციებსა და ოპერაციებს ჩაატარებს გელა ობერიუხტინი

28 თებერვალს და პირველ მარტს კლინიკა „საგიტარიუსში“ კონსულტაციებსა და ოპერაციებს ჩაატარებს საქართველოს წამყვანი სტრაბიზმოლოგი (სიელმის სპეციალისტი) გელა ობერიუხტინი. გელა ობერიუხტინი არის ექიმი ოფთალმოლოგი 26-წლიანი გამოცდილებით, გახლავთ სტრაბიზმის (სიელმის) წამყვანი სპეციალისტი საქართველოს მასშტაბით. იგი კლინიკა „საგიტარიუსის“ მოწვეული სპეციალისტია და ჩვენს კლინიკასთან უკვე 4 წელია თანამშრომლობს. როგორც თავად ექიმი ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნავს, ჩვენთან მისი მუშაობა განაპირობა იმან, …

როგორ ამოვიცნოთ პოდაგრა – კლინიკა საგიტარიუსის რეკომენდაცია 

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება. ერთ-ერთი პოდაგრაა. ნივთიერებათა ცვლაში მნიშვნელოვან როლს პურინები ასრულებს. პურინები ორგანიზმი საკვებთან ერთად ხვდება, მცირე რაოდენობა კი ორგანიზმში წარმოიქმნება. პურინული ცვლის საბოლოო პროდუქტი შარდმჟავაა, რომელიც ორგანიზმიდან თირკმლების გზით გამოიდევნება. მჟავის დაგროვების ორი მექანიზმი არსებობს: [checklist] ჭარბი პროდუქცია თირკმლების მიერ გამოყოფის დარღვევა [/checklist] შარდმჟავას მარილებისგან კრისტალები წარმოიქმნება, რომლებიც ილექება …

ბოტოქსის ინექცია 10 ლარად 20 ლარის ნაცვლად – კლინიკა „საგიტარიუსში“

მხოლოდ 1 კვირით, 15 ოქტომბრიდან, დაუჯერებელი აქცია კლინიკა „საგიტარიუსში“! ბოტოქსის ინექცია – ერთი ერთეული 20 ლარის ნაცვლად 10 ლარად! პროცედურას ატარებს კიევიდან მოწვეული ლიცენზირებული ექიმი კოსმეტოლოგ-დერმატოლოგი, ოლგა სავჩუკი. პრეპარატი – Botox Allergan ( ამერიკული) აღიარებულია მსოფლიოში, როგორც უმაღლესი ხარისხის მქონე. „საგიტარიუსში“ ბოტოქსის შეფუთვა იხსნება ნებისმიერი მსურველის თვალწინ. ბოტოქსი: ეს არის მიმიკური ნაოჭის გასწორების საუკეთესო და …

ულტრაბგერა და მისი როლი ორსულობის დროს

დღეს სამედიცინო დიაგნოსტიკის შესაძლებლობები პრაქტიკულად უსაზღვროა. ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა ერთიორად იმატებს, როდესაც საქმე ნაყოფის ჯანმრთელობას ეხება. ორსულთა პატრონაჟის სწორად წარმართვაში უდიდეს როლს ასრულებს ექოსკოპიური კვლევა. ამ მეთოდის უპირატესობას ერთიორად ზრდის მისი უსაფრთხოება.   დღეს ორსულობა ულტრაბგერითი კვლევის გარეშე წარმოუდგენელია. თითქმის ყველამ იცის, რომ ორსულობის მე-12 კვირიდან ექოსკოპიურად შესაძლებელია ნაყოფის სქესის დადგენა, ბევრიც საგულდაგულოდ ინახავს ჯერ …

რევმატიული პოლიმიალგია-დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

რევმატიული პოლიმიალგია  ხანშიშესულ პირთა დაავადებაა (ამ დაავადების დიაგნოზი ისმება 50 წელს გადაცილებულ ასაკში. ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში). დაავადება ხასიათდება მხრისა და მენჯის სარტყლის კუნთების ტკივილითა და შებოჭილობით, ასევე აღინიშნება: [checklist] მაღალი ტემპერატურა ზოგადი სისუსტე წონაში კლება უმადობა დეპრესია გიგანტურ-უჯრედოვანი არტერიტი (რევმატიული პოლიმიალგიით დაავადებული ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთს უვითარდება უფრო სერიოზული გართულება, რომელსაც გიგანტურ-უჯრედოვან არტერიტს უწოდებენ …

კატარაქტა – როგორ დავიბრუნოთ მხედველობა

[checklist] გამოსახულებას ბუნდოვნად ხედავთ? ფერები ისეთი მკვეთრი და კაშკაშა აღარ გეჩვენებათ, როგორც ადრე? სათვალე აღარ გშველით? მზის შუქი ან სხვა ნებისმიერი სინათლე თვალს ძალიან გჭრით? სინათლის წყაროს ირგვლივ ჩნდებიან შუქის რგოლები (არეოლები) და უჩივით მხედველობის დაქვეითებას განსაკუთრებით ღამით? [/checklist] თუკი ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი ან რამდენიმე მათგანი აღგენიშნებათ, შესაძლოა ეს კატარაქტის ანუ ბროლის შემღვრევის ბრალი იყოს. …

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების კვლევა და პრევენცია

რა  მნიშვნელობა აქვს ულტრაბგერით გამოკვლევას ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს, როგორია ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა, რას გულისხმობს ბიოფსია და როგორ ვლინდება დაავადება, ამის შესახებ კლინიკა „საგიტარიუსის“ რადიოლოგი თამარ გოგიტიძე გვესაუბრა: ექოსკოპია ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევის ყველაზე პოპულარული მეთოდია. ვინაიდან ულტრაბგერითი გამოკვლევა  გამოირჩევა  მაღალი მგრძნობელობით, ამ მეთოდით კეროვანი და დიფუზური დაზიანებების გამოვლენა 100%-ით ხდება. ამასთან ფარისებური ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა არ …

როგორ გამოვიცნოთ კონიუნქტივიტი და რამდენად საშიში დაავადებაა

დაავადება ხშირად ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში. ზოგჯერ კონიუნქტივიტს „ვარდისფერ თვალს“ უწოდებენ. შეიძლება განვითარდეს ერთ თვალზე ან ორივეზე. კონიუნქტივიტის ზოგიერთი ფორმა გადამდებია და შესაბამისად, მარტივად ვრცელდება სკოლებსა და სახლში, ოჯახის წევრებში. იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლოა ინფექცია სერიოზულ პრობლემად იქცეს. კონიუნქტივიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. კონიუნქტივიტი შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსულმა ან ბაქტერიულმა ინფექციამ. შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციის ფონზე, მაგალითად, …

მრავალპროფილური კლინიკა „საგიტარიუსი“ თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე

„საგიტარიუსის“ შესახებ სამედიცინო ცენტრი „საგიტარიუსი“ 2005 წელს პირველად გაიხსნა როგორც თვალის დაავადებათა კლინიკა. იმ დროისთვის ის იყო ერთ-ერთი პირველი კერძო კლინიკა საქართველოში. „საგიტარიუსი“ დებმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორებმა, პროფესორებმა, ოფთალმოლოგმა ელიდა ხვედელიძემ და ეკატერინე გვარიშვილმა დააარსეს, ეს უკანასკნელი ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. 5 წლის განმავლობაში კლინიკის ოფთალმოქირურგიული განყოფილება წარმატებით ემსახურებოდა აჭარის მოსახლეობას. ოპერაციებს …

Exit mobile version