საბერძნეთში ცხვრის ფარამ 100 კგ კანაფი შეჭამა – მედია

ბერძნული რეგიონული მედია thenewspaper.gr-ი წერს, რომ თესალიაში, ქალაქ ალმიროსთან ახლოს, ცხვრის ფარა შეიჭრა სათბურში, სადაც სამკურნალო კანაფი მოჰყავდათ და 100 კილოგრამზე მეტი მცენარე შეჭამა. მედიის ცნობით, ცხვრები თესალიაში წყალდიდობის შემდეგ საძოვარ ბალახს ეძებდნენ. „არ ვიცი, ვიტირო თუ ვიცინო. გვალვისა და წყალდიდობის დროს დიდ და კარგ მოსავალს ვკარგავთ, ამ ყველაფრის შემდეგ კი შემოვიდა ცხვრის ფარა და …

კანაფის ფისის მოხმარებაზე პატიმრობა გაუქმდა – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

კანაფის ფისის კონკრეტული ოდენობით მოხმარებაზე თავისუფლების აღკვეთით ადამიანებს ვეღარ დასჯიან. ახალი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ, 21 აპრილს, მიიღო. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი ამ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლო იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ მას შემდეგ, რაც კანონით მარიხუანას მოხმარებაზე თავისუფლების აღკვეთა სასჯელის სახედ აღარ გამოიყენება, უსამართლობაა ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენება კანაფის ფისის შემთხვევაში. დავის საგანი იყო ნორმატიული ჩანაწერი, …

პოლიციამ საკარმიდამო ნაკვეთიდან სამი პიკაპი ,,კანაფი” ამოიღო

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაღდათის პოლიციამ კერძო პირის საკარმიდამო ნაკვეთიდან 36 ძირი კანაფი ამოიღო, რაც სამ პიკაპში ჩატვირთეს და ისე გაიტანეს. პოლიციის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 1969 წელს დაბადებული ზ.კ  დააკავეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით მიმდინარეობს.

შსს: მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებამ მარიხუანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი „მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების [განსაკუთრებით მოზარდების] დასაცავად და სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად კანაფის მოყვანა-წარმოების რეგულირებისთვის მოამზადა“. აღნიშნული კანონპროექტი მთავრობას 12 სექტემბერს წარედგინა. სამინისტრო აცხადებს, რომ ახალი კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა, კერძოდ: [crosslist] იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, …

Exit mobile version