ქართული საიტების რეიტინგში, პირველ ოთხეულში აუცილებლად შეხვდებით მინიმუმ ერთ ონლაინ კაზინოს. ერთ-ერთ მათგანს დღეში, საშუალოდ, ას ოცი ათასზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს, მათგან 79% კაცია. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ფსიქოლოგიური დარღვევების სიაში შეიყვანა. „აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება (Gambling Disorder) ფსიქოლოგიური დარღვევაა. იგი გულისხმობს თამაშის განმეორებად პრობლემატურ ქცევას, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს იწვევს. ზოგიერთი ადამიანი აზარტულ თამაშებზე …
Tag Archives: კაზინო
ეკლესია კაზინოს გვერდით – ვინ რას და სად აპროტესტებს
ათი დღეა, რაც სარფში, მართლმადიდებელი ეკლესიის გვერდით, კაზინომ დაიწყო ფუნქციონირება. კაზინოს ამოქმედების პარალელურად გამოჩნდა ადამიანების ჯგუფი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ეკლესიის გვერდით კაზინოს არსებობა მიუღებელია. ერთ-ერთი ასეთი მოწინააღმდეგე გონიოს მცხოვრები ედო ანთაძეა. „ბათუმელებთან“ საუბარში ის ამბობს, რომ, ზოგადად, კაზინოს წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ეკლესიის გვერდით არ უნდა მუშაობდეს. „პირჯვარს რომ გადაიწერ, გაიხედავ გვერდზე და ეშმაკის სახლია. …
Continue reading “ეკლესია კაზინოს გვერდით – ვინ რას და სად აპროტესტებს”
16 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან ბათუმის ბიუჯეტში
ბათუმის მერიამ ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის ანგარიში საკრებულოს განსახილველად უკვე გადაუგზავნა. ამ ანგარიშის მიხედვით, ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 16 846 400 ლარი შევიდა, მათ შორის სამორინის მაგიდიდან 6 156 000, სათამაშო აპარატებიდან კი 9 079 100; 1 470 000 ლარი შეადგინა ბიუჯეტში სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობების მოსაკრებელმა. ბიუჯეტში თანხები შევიდა ასევე წამახალისებელი გათამაშებიდან – 30 800 …
Continue reading “16 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან ბათუმის ბიუჯეტში”
კაზინოების წილი ბიუჯეტში
ბათუმის სამორინეებს გასულ წელს 680 600 ვიზიტორი ეწვია. აქედან ნახევარ მილიონზე მეტი – 517 256 (ვიზიტორთა 76 პროცენტი) უცხოელი იყო, დანარჩენი კი – საქართველოს მოქალაქე. ეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებია. ბათუმში ამ დროისთვის ცხრა კაზინო მუშაობს, თბილისში – ხუთი. სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო თუ ადგილობრივ ბიუჯეტებში სოლიდური თანხა შედის. რადგან ყველაზე მეტი კაზინო ბათუმშია განთავსებული, …
უცხოეთის მოქალაქემ კაზინოს ბათუმში სასამართლო დავა მოუგო
14 500 ამერიკული დოლარის გადახდა მოსამართლე სალიხ შაინიძემ შპს „ალიანსი +“-ს დააკისრა. ეს კომპანია ფლობს კაზინო „პეგასს“ ბათუმში, სადაც ბულგარეთის, ასევე თურქეთის მოქალაქე – ლევენთ სადულა მუსას მოგებული ფულის მიღებაზე უარი უთხრეს. მოსამართლემ კაზინოს ადმინისტრაციას სასამართლოს ბაჟის – 1050 ლარის გადახდაც დააკისრა. ლევენთ სადულა მუსამ ბათუმში, კაზინო „პეგასში“ 18 800 ამერიკული დოლარი გასული წლის აგვისტოში …
Continue reading “უცხოეთის მოქალაქემ კაზინოს ბათუმში სასამართლო დავა მოუგო”
ბათუმში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გაიზარდა
2017 წლის პირველი იანვრიდან ბათუმის სამორინეებში ერთ მაგიდაზე კვარტალში გადასახადი შეადგენს 24 ათას ლარს, ნაცვლად 18 ათასი ლარისა; ხოლო ერთ სათამაშო აპარატზე, ასევე კვარტალში – 2 600 ლარს, ნაცვლად 2 ათასი ლარისა. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახეობები და ოდენობა: თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – 24 000 ლარი კვარტალში; თითოეულ სათამაშო აპარატზე – 2 600 ლარი კვარტალში; თითოეულ …
Continue reading “ბათუმში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გაიზარდა”
კაზინოს წინააღმდეგ მოქალაქემ სასამართლოში შრომითი დავა მოიგო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქის პეტრო განჯას სარჩელი დააკმაყოფილა. ადვოკატის, ლელა ბჟალავას ინფორმაციით, დაკმაყოფლდა: ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. ეს იყო შრომითი დავა შპს „ლიმონი 2009“-ის წინაღმდეგ, რომლის მფლობელობაშიცაა კაზინო „ივერია“ და იგი მდებარეობს სასტუმრო „რედისონში“. პეტრო განჯასთან კაზინოს ადმინისტრაციას ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა 2019 წლამდე, მაგრამ იგი მიმდინარე წლის თებერვალში შეწყდა. …
Continue reading “კაზინოს წინააღმდეგ მოქალაქემ სასამართლოში შრომითი დავა მოიგო”
კაზინო „კამპიონე“ აღარ მუშაობს – თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ
ბათუმში მდებარე კაზინო „კამპიონეს“ თანამშრომლების თქმით, კაზინო ერთ კვირაზე მეტია არ მუშაობს, თავად კი გაურკვევლობაში არიან და კონკრეტულ პასუხს ვერ იღებენ. „იანვრის შემდეგ ხელფასებს ნორმალურად არ გვიხდიდნენ. ბოლო ორი თვეა საერთოდ არ აგვიღია. ყველას განსხვავებული ხელფასი გვაქვს, ამასთან, ზოგს 1200 დოლარი, ზოგს 4 ათასი და 6 ათასი დოლარიც კი აქვს ასაღები. არიან ყოფილი თანამშრომლებიც, რომლებიც წავიდნენ კაზინოდან და …
Continue reading “კაზინო „კამპიონე“ აღარ მუშაობს – თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ”
სასტუმრო WYNDHAM-ი და კაზინო „პრინცესა“ ძველი ფოსტის ადგილზე
სასტუმროსა და კაზინოს გახსნა ბათუმში ყოფილი ფოსტის შენობაში აგვისტოში იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული. შენობის მეპატრონემ მოლაპარაკება თითქმის დაასრულა Wyndham Hotel Group-თან, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელის მფლობელია. შენობის დასრულების სამუშაოების პარალელურად, კომპანიის მეპატრონეები სასტუმროში მუშაობის მსურველთა მონაცემებს აგროვებენ და გრანდიოზული პრეზენტაციისთვის ემზადებიან. Wyndham Hotel Group-ი 1981 წელს დაფუძნებული ამერიკული კომპანიაა, …
Continue reading “სასტუმრო WYNDHAM-ი და კაზინო „პრინცესა“ ძველი ფოსტის ადგილზე”
კაზინოები და ტურიზმი ბათუმში
ბათუმში დღეს 11 მოქმედი კაზინოა, მალე კიდევ 12 კაზინო უნდა ამოქმედდეს. რეგიონის მთავრობა კაზინოების ამოქმედების პირობით, დამატებით, სხვა პროექტებსაც სთავაზობს ინვესტორებს. რა ეფექტი აქვს სათამაშო ბიზნესს ტურიზმის განვითარების მხრივ და რამდენად იყენებს არსებულ შესაძლებლობას ბათუმი? „იმის გათვალისწინებით, რომ მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში, აზერბაიჯანში სათამაშო ბიზნესი აკრძალულია, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ეწვიოს საქართველოს და, შესაბამისად, სათამაშო ობიექტებს. …