„ბათომის“ წერილი ლაშა კომახიძეს 

ბატონო ლაშა, ქ. ბათუმის ისტორიული ნაწილის ე.წ. “რივიერას” ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის  საპროექტო დავალების გაცემას ჩვენ – „ბათომი“ და სამოქალაქო აქტივისტები, ბათუმის საკრებულოს შევეწინააღმდეგეთ და ახლაც ვეწინააღმდეგებით იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ტერიტორია 1987 წლიდან ისტორიული დაცვის ზონაშია მოქცეული. „რივიერას“ ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას  ადასტურებს სხვადასხვა წლებში (1994, 2006, 2015, 2017) ჩატარებული არაერთი კვლევა და დოკუმენტი. 2018 წლის …

რატომ არ უნდა დამტკიცდეს მერიის დაკორექტირებული დოკუმენტი ბათუმის დამცავ ზონებზე

ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის, მირიან მეტრეველის ინფორმაციით, 15 თებერვალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ბათუმის დამცავი ზონების დადგენაზე მერიის მიერ დაკორექტირებულ დოკუმენტს განიხილავს. მან გვითხრა ისიც, რომ სააგენტოში კვლევის პირველადი ვარიანტიცაა გადაგზავნილი. სააგენტოში კი აცხადებენ, რომ განიხილება ორივე დოკუმენტი.  კომპანია „გეოგრაფიკის“ კვლევით დადგენილსა და შემდეგში მერიის მიერ დაკორექტირებულ დოკუმენტს შორის განსხვავება …

რატომ ამბობს უარს „გეოგრაფიკი“ მის მიერ მომზადებული დოკუმენტის ავტორობაზე – მერიის პასუხი

დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ბათუმის მერიამ ქალაქში ისტორიული ზონის საზღვრები უნდა დაადგინოს, „გეოგრაფიკმა“ თავისი ლოგოს მოხსნა მოითხოვა. თავის დროზე ეს დოკუმენტი სწორედ „გეოგრაფიკმა“ მოამზადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიამ ამ მოთხოვნით ბათუმის მერიას ოფიციალურად მიმართა. საუბარია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებისთვის საჭირო სარეკომენდაციო დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, მერიას ქალაქში ისტორიული ზონის საზღვრები უნდა დაედგინა. მერიამ ამ დოკუმენტის მომზადებისთვის …

Exit mobile version