ისლანდიის დედაქალაქთან, რეიკიავიკიდან დაახლოებით 40 კილომეტრის მოშორებით, ვულკანმა 800-წლიანი ძილის შემდეგ 19 მარტს გაიღვიძა და ლავის ამოფრქვევა დაიწყო. ისლანდიაში ბოლო კვირების განმავლობაში მიწისქვეშა ბიძგების ათასობით შემთხვევა იყო. მეტეოროლოგების თქმით, ვულკანის ნაპრალის სიგრძე დაახლოებით 500-700 მეტრია. რეიკიავიკში საერთაშორისო ფრენები გადაიდო. მეტეოროლოგები მიიჩნევენ, რომ ვულკანი არ არის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი.
Tag Archives: ისლანდია
ახალი კანონი ისლანდიაში 2018 წლიდან მამაკაცებისა და ქალების შრომის თანაბარ ანაზღაურებაზე
ისლანდია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აიძულა კომპანიები გამოეაშკარავებინათ როგორ ანაზღაურებდნენ სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლების შრომას. ქვეყანაში ახალი წლიდან ახალი კანონი ამოქმედდა. კომპანიებს, რომლებსაც 25 და მეტი თანამშრომელი ჰყავთ დასაქმებული, კანონი ავალდებულებს ჰქონდეს დამადასტურებელი სერტიფიკატი იმისა, რომ თანაბარ პოზიციებზე მომუშავე კადრებს თანაბრად უნაზღაურდებათ შრომა სქესის, სექსუალური ორიენტაციისა თუ ეთნიკური იდენტობის მიუხედავად. „ვფიქრობ, ადამიანები უკვე იწყებენ გაცნობიერებას, …
წიგნები საჩუქრად – ისლანდიური საახალწლო ტრადიციები
ისლანდიაში საშობაოდ ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან. დღესასწაულის ღამეს კითხვა და შოკოლადის მირთმევა ისლანდიური ტრადიციაა, ისლანდიაში წიგნების უმრავლესობა სექტემბერსა და დეკემბერში იყიდება, საახალწლო საჩუქრების შერჩევის პერიოდში. შუასუკუნეებისდროინდელი საგები თანამედროვე ისლანდიურ ლიტერატურაში ყველაზე გავრცელებული ფორმაა. „უწიგნობას უფეხსაცმლობა სჯობს“ (it is better to be without shoes than without a book) – ამბობს ისლანდიური ანდაზა. ისლანდიური ტრადიციული საშობაო-საახალწლო მენიუ ბრინჯიოს პუდინგის, …
Continue reading “წიგნები საჩუქრად – ისლანდიური საახალწლო ტრადიციები”