ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

16-25 ოქტომბერს თიბისი ტექსკოლა უფროსკლასელებს ორ ახალ, უფასო სასწავლო კურსზე იწვევს: „Python ხელოვნური ინტელექტისთვის“ და „ხელოვნური ინტელექტი კონცეფციიდან პროდუქტამდე“. თიბისიმ განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერების მოშლით საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეს, თიბისი სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლოს თანამედროვე ტექნოლოგიები და მიიღოს ხარისხიან განათლებაზე წვდომა. ტექსკოლაში სწავლა სრულად უფასოა და ონლაინ მიმდინარეობს. კურსებს …

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსური გამოცემის, Euromoney-ის, 2026 წლის Foreign Exchange Awards-ზე თიბისიმ საქართველოში საუკეთესო სავალუტო ბანკის ტიტული მოიპოვა. ჯილდო თიბისიმ სავალუტო ბაზრის ეროვნულ კატეგორიაში მიიღო, რაც ბანკის სავალუტო მიმართულების მასშტაბს, მომსახურების ხარისხსა და ბაზარზე ძლიერ  პოზიციას უსვამს ხაზს. Euromoney Foreign Exchange Awards სავალუტო ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს …

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, თიბისიში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 10 უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტი დაესწრო. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა თიბისისა და სტაჟირების პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღეს, გაეცნენ კომპანიის მიდგომებს ახალგაზრდების განვითარებისა და პროფესიული ზრდის მიმართულებით და გაიგეს, რა შესაძლებლობებს სთავაზობს პროგრამა მათ, ვისაც კარიერის დაწყება თიბისიში სურს. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი პანელური დისკუსია იყო, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს …

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

თიბისი მომხმარებლებს გზავნილების განაღდების შესაძლებლობას განსაკუთრებული კონვერტაციის კურსით, 24/7-ზე სთავაზობს – სახლიდან გაუსვლელად, მობაილბანკისა და ინტერნეტბანკის საშუალებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ბრენდი ზრუნავს მომხმარებლების ყოველდღიურობის გამარტივებასა და მათთვის დამატებითი სარგებლის შექმნაზე. 12 ოქტომბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, თიბისის მობაილბანკსა და ინტერნეტბანკში გზავნილების განაღდებისას მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ წამახალისებელ კამპანიაში და მოიგონ 1 000, 5 …

მიზნიდან შედეგამდე – თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის – FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა

თიბისი FoxPrep.ai-ის გენერალური პარტნიორი გახდა. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების პროცესს უმარტივებს და თითოეულ მოსწავლეს საკუთარ მიზანზე მორგებულ სასწავლო გეგმას სთავაზობს. FoxPrep.ai ცალკე მიმართულებით სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადებასაც მოიცავს. პლატფორმაზე მოსწავლე ირჩევს სასურველ უნივერსიტეტს, პროგრამასა და საჭირო ქულას. შემდეგ FoxPrep.ai მის მიმდინარე ცოდნას აფასებს, საპროგნოზო ქულას ითვლის და აჩვენებს, რომელ თემებზე უნდა …

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა

თიბისისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, 3 ოქტომბერს, საქართველოში პირველად საერთაშორისო AI კონფერენცია „Crossroad AI“ გაიმართა. კონფერენციამ შექმნა სივრცე, სადაც საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი AI შესაძლებლობები ერთმანეთს შეხვდა და ახალი თანამშრომლობებისთვის საფუძველი შეიქმნა. ღონისძიებას 500-ზე მეტი ქართველი და უცხოელი AI პროფესიონალები, ინჟინრები, მკვლევრები და ტექნოლოგიური ლიდერები ესწრებოდნენ. თიბისი ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების …

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

თიბისის თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს. კამპანიის მიზანია, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის შექმნა. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ბორჯომისა და ზუგდიდის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტებში ქეშბექ შეთავაზების შემდეგ, სადაც მომხმარებლები თიბისი ბარათებით (გარდა მოსწავლის და ბიზნესბარათებისა) გადახდისას, თანხის 50%-ს ერთგულ ყულაბაში მომენტალურად და ულიმიტოდ …

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ბორჯომის და ზუგდიდის მაცხოვრებლები, რომლებიც ნებისმიერი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას, მგზავრობის საფასურს  თიბისის ბარათებით  გადაიხდიან, თანხის 50%-ს, ქეშბექის სახით, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაიბრუნებენ. სპეციალური პირობა არ ვრცელდება მოსწავლის და ბიზნეს ბარათებზე. ქეშბექის შეთავაზებით მომხმარებლები ულიმიტოდ ისარგებლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ …

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება

ექვსი გუნდი და რაგბის გზაჯვარედინი – 24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისი და ავჭალის სარაგბო სტადიონი პირველად უმასპინძლებს ტოიოტა ჩელენჯის მეორე ეტაპს. სამხრეთაფრიკული „ტოიოტა ჩიტასი“, „აირლინკ პუმასი“ და „სუზუკი გრიქასი“, პორტუგალიური „ლუზიტანუში“, ესპანური „იბერიანსი“ და ქართული ფრენჩაიზი – „შავი ლომი“ თავს საქართველოში, თბილისის თასის ფარგლებში მოიყრიან. ტურნირი 24 სექტემბერს, 6 გუნდის მონაწილეობით დაიწყება. ავჭალის სტადიონი …

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან – მომხმარებლებს საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე ფილიალში მისვლის გარეშე, პირდაპირ მობაილბანკიდან შეუძლიათ. პრაქტიკულად აღარ არსებობს არც დროის გამოყოფის და არც სხვა ტიპის ბარიერი -დღესვე შეგიძლიათ, პატარა ნაბიჯებით დაიწყოთ თქვენი შვილების დიდი სურვილებისა და მიზნების მხარდაჭერისთვის მზადება. ანაბრის გახსნა შესაძლებელია 0 ლარით, მინიმალური შენატანისა და ყოველთვიური საკომისიოს გარეშე – ლარში, დოლარში, …

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

თიბისი აზიის განვითარების ბანკის (ADB) „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოების“ გამარჯვებულია. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში თიბისიმ აღიარება ორ კატეგორიაში მოიპოვა: „წამყვანი პარტნიორი ბანკი საქართველოში“ და „ლიდერი მწვანე დაფინანსებაში“. ჯილდოები ბანკს ყოველწლიურ ღონისძიებაზე, სინგაპურში გადაეცა. „წამყვანი პარტნიორი ბანკის“ კატეგორიაში თიბისიმ წელს მე-12-ედ გაიმარჯვა. ჯილდო ბანკს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის (TSCFP) ფარგლებში, ბოლო ერთ წელში განხორციელებული ყველაზე მეტი …

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

12 სექტემბერს ბათუმში შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის AD BLACK SEA 2026-ის მეათე, საიუბილეო ღონისძიების დახურვა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამდღიანმა ფესტივალმა შემოქმედებითი ინდუსტრიის ქართველ და საერთაშორისო წარმომადგენლებს უმასპინძლა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ცენტრია. AD BLACK SEA-ის უცვლელი პარტნიორი უკვე ათი წელია თიბისია. ფესტივალის მხარდაჭერით, თიბისი წლებია ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას …

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

ავტომობილი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მასთან დაკავშირებული საქმეები კი – არც თუ ისე საყვარელი რუტინა. ჯარიმის შემოწმება და გადახდა, პარკირების ბალანსის შევსება, ვადების შეხსენება – ეს ყველაფერი დროსა და ყურადღებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა და ავტომობილთან დაკავშირებული ყოველდღიური პროცესების ერთ სივრცეში მოქცევით, მათი მართვა კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახდა. განახლებული …

ნავთობპროდუქტების წარმოება 81 მილიონი ლარიდან 1.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა – თიბისი კაპიტალი

სასაქონლო პროდუქტების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, პირველის მსგავსად, მეორე კვარტალშიც მნიშვნელოვანი იყო. ნავთობპროდუქტებისა და ლითონების წარმოება – რომელსაც, ნაწილობრივ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციის შემდგომ გაზრდილი საერთაშორისო ფასები უწყობს ხელს – ბიზნეს სექტორის გამოშვებისა და საქონლის ექსპორტის ზრდის ძირითად ფაქტორად რჩება. თუმცა, ჯამურად ეკონომიკაზე გავლენა გაცილებით ზომიერია: შემოსავლის დიდი ნაწილი შუალედური პროდუქციის შეძენას ხმარდება, ხოლო პარალელურად გაძვირებული …

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც BTU-ის ინიციატივითა და თიბისის გენერალური მხარდაჭერით შეიქმნა, ქვეყნის ტექნოლოგიური განათლების განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ჰაბის მთავარი მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, განვითარება და საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება. სწორედ ამიტომ ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოზარდებისთვის დაპროგრამებისა და ალგორითმების მიმართულებით სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო. ჰაბის ახალი სასერტიფიკატო კურსები განკუთვნილია 7-12 კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებსაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით …

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

ხარისხიანი განათლება კარიერის პირველი ნაბიჯია, თუმცა ცოდნის მიღება ყოველთვის არ არის მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, როცა სასურველი პროგრამა შენს ქალაქში თუ სოფელში არ არის. თიბისის უფასო ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან თანამედროვე ცოდნის მიღების შესაძლებლობას გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერების გარეშე ქმნის — სწორი ადგილია განათლებისთვის. ამ შესაძლებლობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი თიბისი IT აკადემიაა – უფასო ტექნოლოგიური განათლების პროგრამა, …

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მათ მუდმივად მრავალფეროვან შეთავაზებებს უმზადებს. 8 სექტემბრიდან, თიბისის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს, გარდა მოსწავლის და ბიზნეს ბარათებისა, ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდისას თანხის 50%, ქეშბექის სახით, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაუბრუნდებათ. ქეშბექ შეთავაზებით მომხმარებლები ულიმიტოდ ისარგებლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრობის საფასურის 50 % ყოველი გადახდისას დაუბრუნდებათ. შეთავაზება მიზნად ისახავს ქუთაისის …

აგვისტოში წლიური ინფლაცია თითქმის არ შეცვლილა და 5.6%-ს გაუტოლდა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა საბაზო სცენარი ნარჩუნდება, თუმცა ძლიერდება ორმხრივად მოქმედი ფაქტორები დაახლოებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გასულ დღეებში კვლავ გამწვავდა, რასაც მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე მერყეობის მორიგი ზრდა მოჰყვა. როგორც თიბისი კაპიტალის წინა განახლებაში იყო მითითებული, ესკალაციის ძირითადი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკის კონტექსტში ინფლაციაზე მოდის და არა ეკონომიკურ ზრდაზე. ამ მხრივ, ყურადსაღებია, რომ …

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში მუდმივად ზრუნავს მის მომხმარებლებზე და მხარს უჭერს მრავალფეროვანი შეთავაზებებით. განსაკუთრებით კი, ახალ თაობას. წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისიმ საჯარო სკოლის პირველკლასელებს შეთავაზება მათთვის განკუთვნილ სასკოლო ფორმებზეც მოუმზადა. 1 სექტემბრიდან – 30 სექტემბრის ჩათვლით მშობლები ფორმების შეძენისას მომენტალური ქეშბექის, სრული დაფინანსებისა და განაწილების სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ. 30%-მდე ქეშბექი 5-დან …

ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

შპს ლოპოტამ წარმატებით განათავსა 11 მლნ აშშ დოლარისა და 6.9 მლნ ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციები. ემისია 20 მილიონი აშშ. დოლარის მოცულობის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც კომპანიისთვის სადებიუტოა. ტრანზაქციის ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალი იყო. ფასიანი ქაღალდები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განთავსდა. ინვესტორები ძირითადად ფიზიკური პირები არიან. აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების …

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?

„საგანძურის მარათონში“ კონკურენცია სულ უფრო მძაფრდება – ამჯერად, მოთამაშეები არა მხოლოდ საკუთარი შედეგისთვის, არამედ საგვარეულოს პირველობისთვისაც იბრძვიან. თითოეული მონაწილეს აქტივობა გავლენას ახდენს მისი საგვარეულოს საერთო შედეგზე, რაც ლიდერობისთვის ბრძოლას ყოველდღიურად ცვლის. ყველაზე ძლიერი საგვარეულოს ტიტულისთვის ერთმანეთს ხარჯიანები, ბარათიშვილები, დოვლათიანები და ანაბრიძეები ეჯიბრებიან. ლიდერებს შორის სხვაობა მცირეა, ამიტომ, მარათონის დასრულებამდე ლიდერი შესაძლოა რამდენჯერმე შეიცვალოს. „საგანძურის მარათონში“ …

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

განათლება გამარჯვებაა და  საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI 2026) ამის კიდევ ერთი დასტურია. თიბისი – ტექ ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერი, აგრძელებს ახალგაზრდა ტექტალანტების მხარდაჭერას და მათთვის საერთაშორისო წარმატების მისაღწევად შესაძლებლობების შექმნას. ტაშკენტში, მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტებს შორის, ქართველმა მოსწავლეებმა საქართველოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატება მოუტანეს. ვერცხლის მედალი მოიპოვა ანდრია ვასაძემ, ბრინჯაოს მედალი …

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში ნიკო ნერგაძესთან ერთად შექმნილი YouTube პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ ახალი, მე-15 ეპიზოდით გრძელდება. ამ ვიდეო ეპიზოდში კი გაიგებთ, „როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება?“. შვებულება დასვენების დროა, თუმცა რამდენად კარგად ვიცით, რეალურად რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე? ახალ ეპიზოდში ნიკო ნერგაძე სწორედ ამ საკითხს იკვლევს და გვიყვება, როგორ დავისვენოთ …

საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი

განათლება გამარჯვებაა! სწორედ ამ რწმენით აგრძელებს თიბისი – ტექ ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერი – ქართველი ახალგაზრდების მხარდაჭერას საერთაშორისო ტექნოლოგიურ ასპარეზზე. ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია საქართველოს ეროვნული ხელოვნური ინტელექტის ნაკრების წარმატებული გამოსვლა ხელოვნური ინტელექტის მე-3 საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI 2026), რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო კონკურენციაში გამორჩეული შედეგი აჩვენა და ჯამში 8 საერთაშორისო …

„საგანძურის მარათონის“ ახალი თვე – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

მობაილბანკში „საგანძურის მარათონი“ ახალ ეტაპზე გადავიდა. ახალი თვე ნიშნავს ახალ ციკლს, ახალ გამარჯვებულებს და ახალ შესაძლებლობებს მათთვის, ვისაც მონეტების დაგროვება, ლიდერბორდზე დაწინაურება და ფულადი პრიზების მოპოვება სურს. „საგანძურის მარათონი“ ერთჯერადი თამაში არ არის – ეს არის თავგადასავალი, სადაც ყოველი ახალი თვე მონაწილეებს თავიდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ კონკურენციაში, შეასრულონ ახალი მისიები და იბრძოლონ როგორც ყოველდღიური, ყოველკვირეული …

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში

აგვისტოდან „საგანძურის მარათონი“ ახალ ეტაპზე გადადის. ახალი თვე ნიშნავს ახალ ციკლს, განახლებულ საპრიზო ფონდს და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მათთვის, ვისაც მონეტების დაგროვება, ლიდერბორდზე დაწინაურება და ფულადი პრიზების მოპოვება სურს. თუ ფიქრობ, რომ საუკეთესო მოთამაშეები უკვე ძალიან წინ არიან, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს – ახალი ციკლი სწორედ იმისთვის იწყება, რომ ყველას ახალი შანსი მიეცეს. მონეტების …

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, ობლიგაციები განათავსა

„ემპი დეველოპმენტმა“  წარმატებით განათავსა 6.3 მილიონი აშშ დოლარისა და 5.3 მილიონი ევროს მოცულობის 1-წლიანი ფასიანი ქაღალდები. ემისია 57 მილიონი აშშ დოლარის  ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. განთავსების აგენტები თიბისი კაპიტალი და გალტ & თაგარტი იყვნენ. ობლიგაციები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განთავსდა. ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვება თბილისის საფონდო ბირჟაზე იგეგმება. ობლიგაციების ინვესტორები …

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

თიბისისა და “ზეტ ტრანს ჯგუფის” პარტნიორობით, საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურას 100 ახალი სატვირთო ვაგონი შეემატა. ეს ყველაზე მსხვილი კერძო ინვესტიციაა, რომელიც ამ სექტორში განხორციელდა. პროექტის ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ 7 მილიონამდე დოლარი შეადგინა, რაც სრულად თიბისის დაფინანსებულია. ახალი ვაგონები უკვე მოძრაობს აზერბაიჯანი–საქართველოს მიმართულებით და კარბამიდის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ვაგონები ექსპლუატაციაში აპრილიდან შევიდა და თვეში საშუალოდ სამ–ოთხ ბრუნს ასრულებს. …

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

ტექსკოლა თიბისის ონლაინ განათლების ინიციატივაა, რომელიც უკვე სამი წელია უფროსკლასელებს თანამედროვე და ყველაზე მოთხოვნად პროფესიების შესწავლის შესაძლებლობას სრულიად უფასოდ აძლევს. 4 500-ზე მეტი მონაწილე მთელი საქართველოდან, მათგან 35% სხვადასხვა რეგიონიდან და 100-მდე ახალი კურსდამთავრებული – ასეთია თიბისი ტექსკოლის სამი წლის შედეგი. ტექსკოლის მიზანია ახალ თაობას შესძინოს ტექნოლოგიური უნარები, განუვითაროს კრიტიკული აზროვნება, ინოვაციური ხედვა და მომავლის …

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია

წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ ოცდამეოთხედ გამოცხადდა. გამომცემლებმა და ავტორებმა და 205 წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი.  „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-ზე …

თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის

თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობას და ახალი თაობისთვის თანამედროვე პროფესიების შესწავლის შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც 18 წლიდან ყველა ადამიანს საშუალებას აძლევს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან დაეუფლოს ბიზნესმიმართულებებს და პრაქტიკულ უნარებს. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი განათლება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, ონლაინ ფორმატი ყველა მსურველს შესაძლებლობას …

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

თიბისი კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას აგრძელებს და უკვე რამდენიმე წელია, ლაგოდეხის საერთაშორისო ბლუზ ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი და წარმდგენია. წელს ფესტივალი საიუბილეო, მეათე სეზონს აღნიშნავს და 11 ივლისიდან 1 აგვისტომდე, ლაგოდეხში, Blues Village-ის სივრცეში გაიმართება. ოთხი მუსიკალური საღამოს განმავლობაში ქართველ მსმენელს ბლუზის მსოფლიო სცენის გამორჩეული არტისტები შეხვდებიან: 11 ივლისი | Crystal Thomas და Sobo Blues Band; 18 …

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა 60 მილიონი აშშ დოლარის მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ემისია ორ ტრანშად განხორციელდა – 15 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 2-წლიანი და 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 6-თვიანი ობლიგაციები. 6-თვიანი ტრანში ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში პირველი 1 წლამდე ვადის მქონე კორპორაციული ობლიგაციაა, რაც ადგილობრივი …

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

1 ივლისს, თიბისის მხარდაჭერითა და HT Solutions-ის ორგანიზებით, თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა, რომელმაც 1000-მდე სტუმარს უმასპინძლა და ტექნოლოგიური კომპანიები, ინოვატორები, ტექ პროფესიონალები და ბიზნეს ლიდერები გააერთიანა. კონფერენციის მთავარი თემა იყო – „Big Tech. Global Legends. One Future“ და ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის (AI), კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა ანალიტიკის (Data & Analytics), ღრუბლოვანი ტექნოლოგიების (Cloud Technologies), ინფრასტრუქტურის, DevOps-სა …

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

დღეიდან, თიბისის მობაილბანკში „საგანძურის მარათონი“ დაიწყო, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური ყოველდღიურობა თამაშად აქციონ, მონეტები დააგროვონ, საკუთარ გუნდს დაეხმარონ და სოლიდური საპრიზო ფონდისთვის იბრძოლონ. „საგანძურის მარათონის“ დასაწყისში, მომხმარებელი გაივლის გამანაწილებელ ქვიზს, რომლის მიხედვითაც სპეციალური ჯადოსნური ბუ მის ფინანსურ ჩვევებს გამოავლენს და ოთხი საგვარეულოდან ერთ–ერთში გაანაწილებს: ბარათიშვილი, ანაბარიძე, ხარჯიანი და დოვლათია. მარათონის მთავარი ძალა გუნდურობაა – …

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

თუ ჯერ კიდევ არ დაგიგეგმავს Tbilisi Open Air 2026–ზე წასვლა, ახლა საუკეთესო დროა გადაწყვეტილების მისაღებად. 4 და 5 ივლისს რეგიონში ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე თიბისი სტუმრებს, ტრადიციულად, ინტერაქციულ სივრცეში განსაკუთრებული აქტივობებით უმასპინძლებს. ფესტივალის ორივე დღეს 16:00-დან 19:00 საათამდე, თიბისის სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მობაილბანკის საგანძურის მარათონის ბრენდირებული საჩუქრები მოიგონ, ათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ მათ, ვინც ჯერ …

Exit mobile version