„ჭარბი ნალექი იყო“ – რით ხსნიან სურსათის სააგენტოში ვენახის მოსავლის განადგურებას

„ჭარბი ნალექი იყო, უჩვეულოდ მაღალი ოდენობის ნალექი მოვიდა იმ პერიოდში, როდესაც ღონისძიებები უნდა ჩატარებულიყო,“ – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი „ბათუმელებთან“. ამ უწყებაში პესტიციდების ხარისხის შესახებ ვიკითხეთ, რადგან ქედაში ვენახის მოსავლის მასობრივად გაუნადგურდათ, ქობულეთში კი, მანდარინებს ჰქონდა შავი ლაქები. იმის მიუხედავად, რომ ფერმერები პესტიციდებს აქტიურად იყენებენ, ციტრუსის შემთხვევაში, ხარისხიანი მოსავლის …

„2 ტონა ყურძენი უნდა მომეკრიფა და 2 კილოც ვერ მოვკრიფე, შხამ-ქიმიკატების ხარისხს არ ამოწმებენ“ – ქედელი მევენახე 

„2 ტონა [ყურძენი] უნდა მომეკრიფა და 2 კილოც ვერ მოვკრიფე“, – გვითხრა ქედაში, სოფელ ორცვაში მცხოვრებმა თამაზ ნაკაშიძემ. მას ტრადიციულად ჩხავერი და ცოლიკაური მოჰყავს. ამავე სოფელში სხვა მევენახეების თქმით, ქედაში წელს ყურძნის მოსავალი მასობრივად განადგურდა. „სახლისთვისაც ვერ დავწურე ღვინო, მხოლოდ წინა წლების ღვინო გვაქვს… ყველა ამბობს, რომ ეს შესაწამლი პრეპარატების ბრალია, თუმცა ეს არავის მოუკითხავს, …

როდის გავსხლათ ვაზი – მევენახის რჩევა

როდის და რა მეთოდით უნდა გავსხლათ ვაზი, რა მნიშვნელობა აქვს გასხვლას ვაზისთვის და როგორ აისახება გაუსხვლელობა ნაყოფზე, ამის შესახებ გვესაუბრა ლევან ბოლქვაძე, აგრონომი, მევენახე, დირექტორის მოადგილე აგროსერვისცენტრში. ვაზის გასხვლის საუკეთესო დრო არის მისი მოსვენების პერიოდი, ანუ ჯერ კიდევ მასში წვენთა მოძრაობის დაწყებამდე. ეს პერიოდი არის ზუსტად ახლა, თუმცა ბევრგან ვაზს წვენთა მოძრაობა უკვე დაწყებული აქვს, …

ვაზის გასხვლა სირაბიძეების ვენახში [ვიდეო]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში სირაბიძეების ოჯახმა ვაზის მოშენება გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. სირაბიძეებს 18-მდე სახეობის ვაზი დაახლოებით 6 ათას მეტრზე აქვთ გაშენებული. ვენახს ფრიდონ სირაბიძე უვლის. ზამთრის მიწურულს ოჯახი ვაზის გასხვლას იწყებს. ტოტებს ინახავენ და ზაფხულში აქ მოსულ ტურისტებს წალამზე შემწვარ მწვადს სთავაზობენ. სირაბიძეებს სახლის მეორე სართულზე საოჯახო სასტუმრო აქვთ, სადაც ერთდროულად 20-მდე ტურისტის …

ვინ მოჭრა ვაზი ბათუმის მეორე სკოლასთან? [ფოტოამბავი]

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, მეორე საჯარო სკოლასთან, ვაზი მოჭრეს. ბათუმის გამწვანების სამსახურში გვითხრეს, რომ ვაზი მათ არ მოუჭრიათ და მათ სამსახურში არც წერილობითი შეტყობინება შესულა ვაზის მოჭრაზე ნებართვის მისაღებად. ვაზის უნებართვო ჭრაზე ინფორმაცია არც ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს მიუღია. ორივე სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკითხით დაინტერესდებიან და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ვაზის მოჭრაზე უკვე შეადგინეს სამართალდარღვევის აქტი …

Exit mobile version