ბათუმის საბავშვო ბაღებში 16 ვაკანსიაზე კონკურსი განმეორებით გამოცხადდა

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ 16 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი განმეორებით გამოაცხადა. როგორც გაერთიანების ხელმძღვანელი მამუკა შამილიშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საკონკურსო ბარიერი 186 კონკურსანტიდან მხოლოდ ექვსმა გადალახა, ბარიერი მაინც არ დაიწევა. „კონკურსი ხელმეორედ ერთ თვეში გამოცხადდება. ისინი, ვინც პირველ კონკურსზე ბარიერი გადალახეს, ხვალ, 12 ოქტომბერს, გაივლიან გასაუბრებას. იმ შემთხვევაში, თუ გასაუბრებასაც წარმატებით გაივლიან, მაშინ 16 ვაკანსიაზე …

ბათუმის ვალდორფის ბაღი აღმზრდელს ეძებს

„თავისუფალი ვალდორფის საბავშვო ბაღი“ ბათუმში ეძებს დაინტერესებულ ადამიანს, რომელიც თბილისში საფუძვლიანად გაივლის ვალდორფის პედაგოგიკის თეორიულ სასწავლო კურსს, ხოლო პრაქტიკულ ნაწილს – ბათუმისა და გერმანიის ვალდორფის საბავშვო ბაღებში. ბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია გერმანული ენის ცოდნა (B1-B2). როგორც ვალდორფის ბაღის მენეჯერი ანა ბერუჩაშვილი „ბათუმელებს“ ეუბნება, დაინტერესებულ პირს აუცილებელია ჰქონდეს უმაღლესი განათლება, თუმცა სპეციალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. „თუ …

კონკურსი რვა აღმზრდელისა და ერთი გამგის შესარჩევად ბათუმის საბავშვო ბაღებში

ბათუმის ბაღების გაერთიანება სხვადასხვა ბაღისთვის რვა აღმზრდელსა და ერთი ბაღის გამგეს კონკურსის წესით შეარჩევს. ბაღის აღმზრდელის ხელფასი 500 ლარია, ხოლო გამგის ხელფასი – 850 ლარი. გამარჯვებულებს სამსახურში ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით დაასაქმებენ. თითო აღმზრდელის პოზიციაა ვაკანტური ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩის N65-ში მდებარე N15 საბავშო ბაღში, კოტე აფხაზის N4 -ში მდებარე [ადლიის დასახლება] N28, ბარცხანის დასახლებაში, იოსებ …

კონკურსი მაღალანაზღაურებად ვაკანსიებზე საჯარო სამსახურებში

მას შემდეგ, რაც ბათუმში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, მამაუკა ახალაძემ, შორეული ნაოსნობის კაპიტანმა, ზღვაში დაბრუნება გადაწყვიტა, სააგენტოს დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტომ, რომლის დაქვემდებარებაშიც არის ეს სააგენტო, აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ამ თანამდებობაზე ხელფასი 6850 ლარია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. …

ვაკანსია სახალხო დამცველის აჭარის ოფისში

სახალხო დამცველი აჭარაში რეგიონული წარმომადგენლის თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს. გამარჯვებული სამი თვის გამოსაცდელი ვადით იმუშავებს, თანამდებობრივი სარგო კი, შეთანხმებით განისაზღვრება. კონკურსის მოთხოვნების მიხედვით, კონკურსანტი უნდა იყოს უმაღლესი განათლებით, სამუშაო გამოცდილება ერთი წელი, პროფესიით იურისტი. სახალხო დამცველის რეგიონულ წარმომადგენელს ევალება: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლობა; სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებების/საჩივრების საფუძველზე ან სახალხო დამცველის ინიციატივით …

„ემ ბი სის“ ახალი ფილიალი ბათუმში და ვაკანსიები

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სიმ“ ბათუმში ახალი სერვის ცენტრი გახსნა. სერვის ცენტრში მისულ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სხვადასხვა სასესხო პროდუქტებით, მათ შორის ბიზნეს, იპოთეკური და ავტო სესხებით. კომპანია ორიენტირებულია ხელი შეუწყოს აჭარაში ბიზნესის განვითარებას. მომხმარებლებს, რომლებიც „ემ ბი სის“ სერვისებით დაინტერესდებიან, საშუალება ექნებათ სესხებზე სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლონ. „აჭარა მნიშვნელოვანი და ეკონომიკურად აქტიური რეგიონია. ჩვენი კომპანია …

ვაკანსია მიმტანისა და კონსულტანტის პოზიციებზე

სამუშაოდ ვიწვევთ 20  წლის ასაკიდან  გოგონებსა და ბიჭებს მიმტანისა და კონსულტანტის პოზიციებზე. აუცილებელია რუსული ენის ცოდნა. ასევე, სამუშაოდ ვიწვევთ მოყვარულ ფოტოგრაფებს. CV მიიღება 26 დეკემბრიდან პირველ თებერვლამდე, სამუშაო დღეებში 12 საათიდან 17 საათამდე. მის.: ა.მელაშვილის (ძველი კამოს) 33/35 , Surf Hostel-ის შენობაში. მობ.: 558 35 39 04, ნანა

Exit mobile version