22 წლის გიორგი ბოლქვაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობს. გასულ წელს ის ერაზმუსის სასწავლო პროგრამაში ჩაერთო, რომელიც საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. 2023 წლამდე მხოლოდ სასტიპენდიო პროგრამებზე ერაზმუსმა დაახლოებით 12 მილიონი ევრო დახარჯა. პროგრამის ფარგლებში, გიორგი ბოლქვაძემ ერთი სემესტრი ავსტრიაში გაატარა. ამ დროის განმავლობაში გიორგი საცხოვრებელი ხარჯებისთვის სტიპენდიასაც იღებდა. „თავიდანვე …