ადგილები აჭარის მაღალმთიანეთში, სადაც ამ დროისთვის დენი შეზღუდვით მიეწოდებათ

ამ დროისთვის [19:50 სთ] დენის მიწოდების მხრივ „მცირე შეზღუდვებია ხულოში – დანისპარაულისა და რიყეთის აბონენტების ნაწილს დენი შეფერხებით მიეწოდება; შუახევში ამ დროისთვის დარჩენილია ჭვანის ხეობის ნაწილი; ქედაში კი დოლოგნის, დანდალოსა და აგარას აბონენტების ნაწილს შეზღუდვით მიეწოდებათ ელექტროენერგია.“ – აცხადებს „ენერგო-პრო ჯორჯია“. კომპანიის განცხადებით, „მიუხედავად მაღალმთიან აჭარაში რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, „ენერგო-პრო ჯორჯიას “ტექნიკურმა ბრიგადება მოახერხეს სამივე …

აჭარის მთიანეთში დენის მიწოდებაში შეზღუდვებია, აბონენტებს ეტაპობრივად ვრთავთ – კომპანია

აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობის გამო შეზღუდვებია ელექტროენერგიის მიწოდებაში. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში პრაქტიკულად აღდგენილია დენის მიწოდება, შეზღუდვაა ხიხაძირისა და ღორჯომის ხეობებში, სადაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. კომპანიის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტშიც უმეტეს ნაწილს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ ეტაპზე დაწყებულია ელექტროენერგიის მიწოდება შუახევში, სადაც, კომპანიის განცხადებით, ძლიერი თოვის გამო გადაადგილება გაძნელებულია. აქ დენის მიწოდებაში შეზღუდვებია დაბის ნაწილშიც. „მიუხედავად …

ბათუმის ზოგ უბანს და ზემო აჭარას ელექტროენერგია არ მიეწოდება

ბათუმის ზოგიერთ უბანს და მაღალმთიან აჭარას ელექტროენერგია არ მიეწოდება. სახელმწიფო ელექტროსისტემაში განაცხადეს, რომ ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. „მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ეტაპობრივად აღდგება რეგიონებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. ზუსტ დროს ვერ დაგისახელებთ,“ – გვითხრეს საქართველოს ელექტროსისტემაში. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით კი, ზემო აჭარისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უკვე დაიწყო, …

სად შეიზღუდება ელექტროენერგია აჭარაში – 16-18 ივნისის გრაფიკი

აჭარაში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში შეეზღუდებათ აბონენტებს აჭარის მუნიციპალიტეტებში. ხვალ, 16 ივნისს, ხულოში 1529 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება 11-დან 11:30 -მდე შეეზღუდება შემდეგ სოფლებში: თხილვანა ბაკო სკვანა და მიმდებარე სოფლები. ქობულეთში ელექტროენერგია ღამის პირველიდან დილის 8 საათამდე შეეზღუდება 66 აბონენტს სოფლებში: წყავროკა მუხაესტატე კვირას, 17 ივნისს, ხელვაჩაურში 1 172 …

აჭარაში 2500-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

აჭარის ტერიტორიაზე ამ დროისთვის 2500-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ რეგიონულ ოფისში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მიზეზი უამინდობაა. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 828 აბონენტს, ხოლო აჭარის მაღალმთიანეთში [ქედა, შუახევი, ხულო] _ 1600 აბონენტს. მაღალმთიანეთში პრობლემა თოვლმა შექმნა, დაზიანებულია გადამცემი ხაზები… ხელვაჩაურშიც და მაღალმთიანეთშიც გასულია ბრიგადები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,“ – განაცხადეს …

27 მაისს ბათუმში 7 500 აბონენტს დენის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 27 მაისს, 11-დან 18 საათამდე, ბათუმში, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7500 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ბათუმში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ  ჯავახიშვილის, აბუსერიძის, ჭავჭავაძის, რუსთაველის, გრიბოედოვის, პუშკინის, ოძელაშვილის, გორგილაძის, გორგასლისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების აბონენტებს. „სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა გათიშულ აბონენტს“, …

Exit mobile version