კურორტ გოდერძიზე ხელოვნური ტბა უნდა მოეწყოს. ტბის ფართობი დაახლოებით 3 ათასი კვ/მ იქნება, რომელიც ზამთარში შესაძლოა გაიყინოს და მასზე ციგურებით ისრიალონ, ხოლო ზაფხულში – წყლის ველოსიპედით ისეირნონ. ტბის ირგვლივ 13 კოტეჯი აშენდება. ეს იმ კომპანიის ვალდებულებაა, რომელსაც კურორტზე 5000 კვ/მ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობამ 85 250 ლარად აუქციონის გარეშე მიჰყიდა. „ზუსტად რამდენ კვადრატულ მეტრს შევარჩევთ ხელოვნური …
Tag Archives: ედნარ პაპუნაიშვილი
კურორტ გოდერძიზე სასტუმრო კომპლექსი 3 708 000 ლარად გაიყიდა – მყიდველი ედნარ პაპუნაიშვილია
მოქმედი სასტუმრო „მეტეო“, კოტეჯები და რამდენიმე მიწის ნაკვეთი კურორტ „გოდერძიზე“აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობრის კომპანიამ, ამჯერად პირობიანი აუქციონით იყიდა. ამ სასტუმროში ნომრები დეკემბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე დაჯავშნილია. გაყიდვის ერთ-ერთი პირობა ამ ჯავშნების შენარჩუნებაა. პატარაძის მეგობარი, ედნარ პაპუნაიშვილი, კურორტზე კიდევ ერთ ნაკვეთს ფლობს, მისმა კომპანიამ შპს „გთემ გროუპმა“ 5000 კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ნაკვეთი პირდაპირი წესით, აუქციონის …
„სან რემოს“ მესაკუთრე ბათუმის მერიისგან ნებართვას ელოდება – რა კეთდება რესტორნის ადგილზე
რესტორანი „სან რემო“, რომელიც ბათუმის ბულვარში მდებარეობს, მუშაობას ამავე სახელით გააგრძელებს. რაც შეეხება რესტორნის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც რესტორნის მესაკუთრეზე 49-წლიანი იჯარითაა გაცემული, დაგეგმილია მისი რეკონსტრუქცია. „ბათუმელებმა“ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორჯერ მიმართა მერიას იმის გასარკვევად, თუ რა იგეგმება „სან რემოს“ ტერიტორიაზე, თუმცა ორივე ჯერზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან ამ ადგილას …
ზურაბ პატარაძის მეგობარი პირსის, პლაჟსა და მიწის ნაკვეთებს ითხოვს – მერია თანახმაა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეგობრის, ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის კომპანია ბათუმის ზღვისპირა პარკში რესტორან „სანრემოს“ მიმდებარედ არსებულ პლაჟს, რამდენიმე მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობას, იჯარის წესით, 2067 წლამდე ვადით ითხოვს. 2017 წლის შემოდგომამდე ამ ტერიტორიის ნაწილი კომპანია „ხიდი 2006“-ს ჰქონდა იჯარით აღებული. კომპანია „ხიდი 2006“, რომელსაც რესტორან „სანრემოს“ შენობა იჯარით ჰქონდა აღებული, ბიზნესმენმა ედნარ პაპუნაიშვილმა 2017 წლის ოქტომბერში …
რესტორანი „სან-რემო“ გაიყიდა
რესტორან „სან-რემოს“ მფლობელი კომპანია „ხიდი-2006“-ის 100% წილი 1 800 000 აშშ დოლარად გაიყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველი გადაიხდის ასევე კომპანიის ბანკის სესხის თანხას, რაც ჯამში 94 000 აშშ დოლარია. შპს „ხიდი-2006“-ის წილები ედნარ პაპუნაიშვილმა გასული წლის ოქტომბერში შეისყიდა. „ხიდი-2006“-ის პარტნიორები, რომლებმაც წილები გაყიდეს, იყვნენ: ნონა ფუტკარაძე [33,4%], ლევან ბერიძე [33,3%] და ბესიკ თავდგირიძე [33,3%]. კომპანია …