რუსეთში სასამართლომ გააუქმა „ნოვაია გაზეტას“ ლიცენზია

დღეს, 5 სექტემბერს, მოსკოვში სასამართლომ დააკმაყოფილა „როსკომნადზორის“ სარჩელი 2006 წელს რუსული მედიასაშუალების, „ნოვაია გაზეტასთვის“ გაცემული ლიცენზიის ბათილად ცნობის შესახებ, კერძოდ, სასამართლომ ბათილად ცნო „ნოვაია გაზეტას“ ბეჭდური ვერსიის რეგისტრაციის მოწმობა. „როსკომნადზორმა“ „ნოვაია გაზეტას“ წინააღმდეგ სარჩელი რეგისტრაციის მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით ივლისის ბოლოს შეიტანა. სარჩელის ოფიციალური მიზეზი გახდა ის, რომ 2006 წელს გამოცემამ შეცვალა რედაქციის დამფუძნებელი, მაგრამ …

„ნოვაია გაზეტას“ რედაქტორი ნობელის პრემიის მედალს ყიდის უკრაინის დასახმარებლად

რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი ნობელის პრემიის 2021 წლის ლაურეატი დიმიტრი მურატოვი ყიდის ნობელის პრემიის მედალს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. „მე და „ნოვაია გაზეტამ“ გადავწყვიტეთ, 2021 წლის ნობელის პრემიის მედალი გადავცეთ უკრაინის ლტოლვილთა ფონდს. აუქციონის სახლებს, რომლებსაც გამოაქვთ გასაყიდად მსოფლიოში ცნობილი ეს ჯილდო, ვთხოვ გამოგვეხმაურონ,“ – წერს დიმიტრი მურატოვი. „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორმა, დიმიტრი მურატოვმა, ნობელის …

რა ხდება რუსეთში, რა ფასი აქვს რუს ჯარისკაცს და მედიას – ინტერვიუ რუს ნობელიანტ ჟურნალისტთან

დიმიტრი მურატოვი 2021 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი და რუსეთში ჯერ კიდევ მომუშავე „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორია. „ნოვაია გაზეტა“ 2006 წელს რუსეთში მოკლული ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მშობლიური რედაქციაა. დღემდე მისი სამუშაო მაგიდა ხელუხლებელია, სამუშაო კომპიუტერის ეკრანზე კი მისი ინტერვიუების კადრები გადის. დიმიტრი მურატოვი შიშობს, რომ რუსეთში ყალბი ინფორმაციის შესახებ კანონის დამტკიცებით, რედაქციას მუშაობის შეწყვეტა ან …

Exit mobile version