„ჩატენე მანქანაში” – მარტვილში პოლიციამ ბერი და აქციის მონაწილეები დააკავა

მინიმუმ 8 ადამიანი დააკავა პოლიციამ დღეს, 7 ნოემბერს, მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. მრევლის ერთ-ერთი წევრის მიერ გავრცელებულ ლაივში ჩანს დაკავების ეპიზოდი, როგორ მიჰყავთ აქციის მონაწილეები პოლიციელებს. „ბიჭები მოვიდნენ, კვირა დღეა, ტაძარში შესვლა უნდოდათ, მაგრამ ყველა დააკავეს,“ – ამბობს მოქალაქე ლაივჩართვაში. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ორი დაკავებულის ვინაობა, ერთი სასულიერო პირია, ბერი …

მარტვილში მრევლის ნაწილი მიტროპოლიტ სტეფანეს გადადგომას ითხოვს

დღეს, 6 ნოემბერს, მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის წინ საპროტესტო აქცია იმართება. აქციას მრევლის ნაწილი მართავს და ითხოვს გადადგეს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი. მრევლის წევრებს ხელში სანთლები უჭირავთ და ითხოვენ ეკლესიაში შესვლის უფლებას. სალხინოს მამათა მონასტრის წინ პოლიციის კორდონი დგას. მონასტერში არც მრევლს უშვებენ და არც სასულიერო პირებს. მრევლის პროტესტი გუშინ, 5 ნოემბერს მომხდარმა ფაქტმა განაპირობა. …

„იმ სამღვდელოებას სცემეს, რომელმაც მეუფეს სექსუალური კადრები აჩვენა“ – ინტერვიუ თეოლოგთან

„ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირება აქამდე არსებული კონფლიქტის გაგრძელებაა… მეუფე სტეფანე წარმოადგენს საპატრიარქოს, რომელიც უპირისპირდება მეუფე პეტრეს. არავინ იცის, წავა თუ არა მეუფე პეტრე ვა-ბანკზე და როდის,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ. ბატონო მირიან, ბოლო პერიოდში სასულიერო პირებს შორის არაერთი ღია კონფლიქტი ვნახეთ. თქვენი ინფორმაციით, რა ხდება ამჯერად – …

Exit mobile version