წელს გონიოს ციხეს 118 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, სხვა მუზეუმებს ჯამში – 37 585 

2018 წელს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალს 118 719 ვიზიტორი ეწვია, ხოლო ბათუმში არსებულ სხვა მუზეუმებს – 37 585 ვიზიტორი. აჭარის მთავრობის სსიპ-ის – აჭარის მუზეუმის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს ხელოვნების მუზეუმს 10 750 ვიზიტორი ჰყავდა, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს – 11 791, არქეოლოგიურ მუზეუმს – 13 049, ხოლო ნობელების მუზეუმს – 1 995 ვიზიტორი. აჭარის ტურიზმისა …

მშვილდოსნობის ტურნირი გონიოს ციხეში

18-19 დეკემბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში მშვილდოსნობის ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მშვილდოსნობის ფედერაციის ჩართულობით გაიმართა. „გონიოს თასი 2018“-ის მოსაპოვებლად შეჯიბრი მოეწყო როგორც ვაჟთა, ასევე, ქალთა კატეგორიაში. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ „გონიოს თასით“, სიგელებითა და მედლებით. გონიოს ციხეში გამართულ მშვილდოსნობის ტურნირს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები …

„არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“- საგანმანათლებლო პროექტი

დღეს, 16:00 საათზე, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში, საგანმანათლებლო პროექტის „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში ჩატარდება შემეცნებითი აქტივობა, რომელშიც ჩართულნი არიან ა(ა)იპ დღის ცენტრ ,,იალქანის’’ ბენეფიციარები და ბათუმის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები. პროექტის ორგანიზატორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა. მხარდამჭერი კი განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. მოსწავლეები მოისმენენ ინფორმაციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რაობასა და მნიშვნელობის შესახებ. ასევე, მონაწილეობას მიიღებენ მასტერკლასში და ქოლგებს მოხატავენ …

114 ათასი ლარი გონიო-აფსაროსში რომაული ბანაკის მოსაწყობად

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში რომაული ბანაკის მოწყობა აქვს დაგეგმილი. საჭირო კარვებისა და ინვენტარის დამზადებისთვის კი სააგენტოს ბიუჯეტიდან 114 500 ლარია გამოყოფილი. მუზეუმ-ნაკრძალში რომაული ბანაკისათვის კარვებისა და ინვენტარის დამზადების სამუშაოებს სააგენტო ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერი გამოცხადებულია. წინადადებების მიღება 2018 წლის 27 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტს 2015 წლის …

გონიოს ციხის ორ კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გონიოს ციხის ორი [N2 და N3] კოშკის რეაბილიტაციისთვის 89 ათას ლარს დახარჯავს. სააგენტომ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დასრულდება. გონიოს ციხის ტერიტორიაზე სამუშაოები არქეოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდება. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2014 წლის იანვრიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს მინიმუმ 3 საფორტიფიკაციო სახეობის ძეგლებზე რეაბილიტაციის …

რა ელის გონიოს ციხის არქეოლოგიურ ზონას, თუ ის მოსახლეობის საკუთრებაში გადავა

მიწის ნაკვეთების უმრავლესობა, რომელზეც გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ სამშაბათს, 21 ივნისს უნდა მიიღოს, გონიოს ციხის არქეოლოგიური დაცვის ზონაში მდებარეობს. კანონი „კულტურული მემკვდირეობის დაცვის შესახებ“ კრძალავს ნებისმიერი სახის მშენებლობას არქეოლოგიურ ზონაში [ციხის გალავნიდან 500 მეტრის რადიუსი] მიუხედავად იმისა, ვინ იქნება მისი მესაკუთრე. უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არქეოლოგიური კვლევები ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა გონიოელები ამბობენ, რომ მათ სახლების …

კატაპულტები 41 ათას ლარად გონიოს ციხისთვის

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საალყო მანქანების – კატაპულტების [სამი ცალი] დამზადებაში მაქსიმუმ 41 400 ლარს გადაიხდის. სატენდერო პირობების თანახმად, უნდა დამზადდეს არამოქმედი პატარა, დიდი და მოქმედი პატარა კატაპულტები. კატაპულტები უკვე არსებული სარეკონსტრუქციო პროექტის მიხედვით დამზადდება. გონიო-აფსაროსის მუზეუმ ნაკძალში განსათავსებელი საინჟინრო [საალყო] მანქანების დამზადებისა და მონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე სააგენტოს მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების …

Exit mobile version