ენმ პრეზიდენტისგან განმარტებებს და ბოდიშს ითხოვს

დღეს, 18 ივლისს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პრეზიდენტის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენის დროს ვერ დაასახელა საკმარისი არგუმენტები, თუ რის გამო იყო მისი კანდიდატურა მხარდაჭერილი პრეზიდენტის მხრიდან. „ჩვენ არ ვაპირებდით ამ თამაშებში შესვლას, მაგრამ რადგან პრეზიდენტმა კონსულტაციების დროს განაცხადა, რომ …

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარუდგინა. პრეზიდენტმა არჩევანი თორნიკე რიჟვაძეს [უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის კანდიდატი] და არმაზ ახვლედიანს [ოპოზიციის კანდიდატი] შორის გააკეთა. გიორგი მარგველაშვილს შეეძლო უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატიც წარედგინა განსახილველად, ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მცირე ჯგუფის მიერ იყო დასახელებული გოჩა გუგუნავას კანდიდატურაც. …

პრეზიდენტი კვირიკაშვილისა და პატარაძის გადადგომის შესახებ

„პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა, ისე, რომ არ უხსნი საზოგადოებას რატომ მიდიხარ, ერთის მხრივ შეურაცხმყოფელია, ხოლო მეორეს მხრივ არის დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის საწინააღმდეგო, იმიტომ, რომ გარკვეული მოლოდინის შექმნა, იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ემსახურება საზოგადოებას ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, არის განჭვრეტადი დემოკრატიული პროცესის ნაწილი. ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერ-მინისტრი, რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების …

„მე მას უნდა შევხვდე“ – პრეზიდენტი თორნიკე რიჟვაძეზე

„ამ ეტაპზე წარმოდგენილია მხოლოდ ერთი, თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. მე მას უნდა შევხვდე, აქ ვარ და, ბუნებრივია, შევხვდები, მას არ ვიცნობ. ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დასახელებული იქნა იმ პარტიის მიერ, რომელიც არის უმრავლესობაში და, ბუნებრივია, უნდა გავესაუბრო ადამიანს, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია. ასეთივე ლოგიკით გავესაუბრები სხვა კანდიდატებსაც, თუ იქნებიან“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მან ასევე …

პრეზიდენტი კონსულტაციებს მართავს თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდება. პრეზიდენტის ვიზიტის მიზეზი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის პოსტზე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ თორნიკე რიჟვაძე 6 ივლისს დაასახელა. შეხვედრა უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებთან უკვე დასრულდა. შეხვედრიდან გამოსული უმრავლესობის წევრები იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი მათ მიერ დასახელებულ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. „პრეზიდენტმა დასვა კითხვები, ამომწურავი პასუხები მიიღო. ვისაუბრეთ …

მურმან დუმბაძეს და მედეა ვასაძეს პრეზიდენტთან შეხვედრა სურთ – მათ უმაღლეს საბჭოში არ უშვებენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც დღეს, 13 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმყოფება, მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე მივიდნენ, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ მათ პრეზიდენტთან შეხვედრა მიმდინარე საკითხზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატურის შესახებ უნდათ. „ჩემზე საშვი დაშვებულია, თუმცა ჩათვალეს, რომ მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე კარებს გარეთ უნდა …

ვის შეხვდება ხვალ პრეზიდენტი ბათუმში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ, 13 ივლისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდება. შეხვედრის თემა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა იქნება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ზურაბ პატარაძემ 4 ივლისს დატოვა. აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტმა ორი კვირის ვადაში აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა წარმოუდგინოს. პრეზიდენტმა 18 ივლისამდე უნდა დაასახელოს …

რატომ არ წავიდა თურქეთში გაზსადენის გახსნაზე პრეზიდენტი – ადმინისტრაციის კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნამდვილად იყო მიწვეული თურქეთში ტრანსანატოლიური მილსადენის (TANAP) გახსნის ცერემონიაზე, თუმცა როგორც პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, „მისი (ანუ პრეზიდენტის) განრიგიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა წასვლა“. პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ როცა პრეზიდენტი მიიწვიეს, „ეს საბოლოოდ დადასტურებული არ იყო“. „ჩვენ არც გაგვივრცელებია პრესრელიზი, რომ პრეზიდენტი დაესწრებოდა ცერემონიას“, – გვითხრეს პრესსამსახურში. საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ …

პეტრო პოროშენკო ბათუმში: გთხოვთ, არ გაამარტივოთ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა

აჭარის საინვესტიციო ფორუმი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიხსნა. ფორუმზე უკრაინელი და ქართველი ბიზნესმენები ერთმანეთს ბიზნეს პროექტებს გააცნობენ. ფორუმი გახსნას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და საქართველოს პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი. „გთხოვთ, არ გაამარტივოთ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა,“ – მიმართა დარბაზს გამოსვლის დროს პეტრო პოროშენკომ. მან აქცენტი გააკეთა ეკონომიკურ სარგებელსა და სტაბილურობაზე, რაც უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არის მიღწევადი. …

პრეზიდენტი: კონსტიტუციის შეცვლის პროცესი უნდა შეჩერდეს

ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან, ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდეტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების პროცესი უნდა შეჩერდეს. „საერთაშორისო საზოგადოებას და ქართულსაც, ვერაფერს გამოაპარებ. დღეს ჩვენ ყველანი ვართ ჩიხურ სიტუაციაში. ვფიქრობ, რომ არ უნდა შეჩერდეს  დემოკრატიის განვითარება, სხვანაირად უნდა შევაფასოთ ეს ვითარება. ეს პროცესი აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს. ამიტომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს …

პრეზიდენტს იპოთეკარებმა ბათუმში დახმარება სთხოვეს

იპოთეკარები, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან დახვდნენ. პრეზიდენტი აქ პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. იპოთეკარებმა პრეზიდენტს უთხრეს, რომ კანონში შესული ცვლილება და გამოსახლების გადავადება რეალურად არაფერს ცვლის: „ჩვენ მაინც ქუჩაში დავრჩით, გვჭირდება დაპირებული დაბალპროცენტიანი სესხი, რაც მოგვცემს სულის მოთქმის საშუალებას”, – მიმართა პრეზიდენტს ერთ-ერთმა …

პრეზიდენტთან შეხვედრას ბათუმში “ქართული ოცნება“ არ დასწრებია

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ესაუბრა. შეხვედრას, რომელიც ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, „ქართული ოცნებიდან“ არავინ დასწრებია. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიმოიხილა და ხაზი გაუსვა იმ საფრთხეებს, რაც ცვლილებების დამტკიცებას შესაძლოა მოჰყვეს, მაგალითად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას, ან იმას, რომ მომავალი პრეზიდენტი საერთოდ ვეღარაფერს გადაწყვეტს პრემიერთან შეთანხმების გარეშე. ასევე …

სტუდენტი: რას შეცვლის ეს შეხვედრები, ბატონო პრეზიდენტო?

ვიდრე სტუდენტები შეკითხვებს დასვამდნენ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დაახლოებით ნახევარი საათი ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. კრიტიკულ შეფასებებში პრეზიდენტმა მხოლოდ ორი დადებითი მომენტი გამოყო: არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებების გაწერა ქვეყნის მთავარ კანონში. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კამპანიის – #კონსტიტუციაყველასია ფარგლებში დღეს, 20 აპრილს  შეხვდა. „ფაქტოტრივად ძნელი სათქმელია, ვის სურვილებს, ვის თანხმობას გამოხატავს …

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლაზე

დღეს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი: „კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყოფილ პრეზიდენტს, რომ არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში. ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული გამოცდილება, ჩვენ ვატარებთ თანამედროვე ევროპულ დემოკრატიულ არჩევნებს, მთელი საზოგადოება ორიენტირებულია გააკეთოს სწორი და თავისუფალი არჩევანი. ამ ვითარების დაძაბვა, ემოციების ესკალაცია, მარტივად …

პრეზიდენტის კომენტარი დიდინეძში მომხდარ ინციდენტზე

დღეს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში, სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი: „ერთი მხვრივ, მოველი ეფექტურ და სწრაფ გამოძიებას, მაგრამ ამავე დროს მოველი პოლიტიკოსებისგან ადეკვატურ შეფასებას. მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ფაქტობრივად ყველა პოლიტიკურ ძალაში შესაძლებელია იყვნენ თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არჩევნები არის მუშტი-კრივი. მაგრამ …

პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოს ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარუდგინა

დღეს, 14 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე რწმუნებულად დანიშნა. პრეზიდენტის განცხადებით, რწმუნებულის დანიშვნისთავანავე დაიწყო უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციები და ზურაბ პატარაძის კანდიდატურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დასამტკიცებლად უკვე წარდგენილია უმაღლეს საბჭოში. „ხაბაძის წასვლა განპირობებული იყო ინტენსიური საარჩევნო კამპანიით, რომელშიც არჩილ ხაბაძე აპირებს ჩაბმას. გუშინ მომმართეს განცხადებით, რომელიც მე დავაკმაყოფილე  და კონსტიტუციის შესაბამისად, აჭარაში …

Exit mobile version