მოქალაქეს სარფის საბაჟოზე სხეულით ნარკოტიკი შემოჰქონდა – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. „კერძოდ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის სხეულის რენტგენო სკანერით დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული ნარკოტიკული საშუალება [საერთო წონა: 192,18 გრამი] გამოვლინდა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა“, – …

საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“ და „ბათუმის აეროპორტი“ ხელმძღვანელები შეცვალეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებს – „სარფს“ და „ბათუმის აეროპორტს“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფს“ ზურაბ ინასარიძე, ხოლო „ბათუმის აეროპორტს“ შოთა წულაძე უხელმძღვანელებს. ზურაბ ინასარიძე დღემდე გამშვებ პუნქტ „კარწახის“ ხელმძღვანელი იყო. მისი სარფში გადმოყვანის შემდეგ კი, „კარწახს“ დიმიტრი ამისულაშვილი უხელმძღვანელებს. „რაც შეეხება შოთა წულაძეს, ის ბოლოს უწყების ერთ-ერთი განყოფილების უფროსი …

რა გჭირდება 6 სექტემბრიდან თურქეთში გადასასვლელად

რა არის საჭირო თურქეთში გადასასვლელად? – ეს კითხვა მოქალაქეებს მას შემდეგ გაუჩნდათ, როცა თურქეთის მთავრობამ ახალი რეგულაციების შესახებ განაცხადა. ახალი წესების მიხედვით, 6 სექტემბრიდან ანუ დღეიდან თურქეთის მთელ ტერიტორიაზე  მოქალაქე ვალდებულია აცრილი იყოს სრულად, ან კორონავირუსით ინფიცირებიდან გასული უნდა იყოს 6 თვე, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონდეს, რაც ბოლო 48 საათის განმავლობაშია გაკეთებული. …

სარფის საბაჟოზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა – საქართველოს მთავრობა

საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს. „აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები“-ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის გამოქვეყნდა მთავრობის ფეისბუკის გვერდზე, დროებითი შეზღუდვის …

სარფის სასაზღვრო პუნქტზე გადაადგილება შეზღუდულია

დღეს, 13 ივლისს, დილას, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია კვარიათის გზაზე, სარფის სასაზღვრო პუნქტის მიმართულებით. თვითმხილველების თქმით, კვარიათში გზა გადაკეტილია და საპატრულო პოლიცია მსუბუქ ავტომაქანებს უკან აბრუნებს. შსს სამინისტროს ინფორმაციით, გადაადგილების შეზღუდვა თურქეთის მხრიდან, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ტექნიკურმა შეფერხებამ გამოიწვია.

22 მარტს სარფის გამშვებ პუნქტზე მიმოსვლა 12 საათით შეჩერდება

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში, 2018 წლის 22 მარტის დილის 8 საათიდან ამავე დღის საღამოს 8 საათამდე მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარება დროებით იქნება შეჩერებული. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს თურქეთის გენერალური საკონსულო ბათუმში. საკონსულოს ინფორმაციით, საზღვარზე მიმოსვლის შეჩერება თურქეთის მხარეს კომპიუტერული სისტემის ახალ შენობაში გადატანას უკავშირდება.

Exit mobile version