მილიონები იხარჯება, შშმ პირები კი უსაფრთხოდ მაინც ვერ გადაადგილებიან – მოსწავლეების პეტიცია

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება, ეს რეალურ უსაფრთხო გარემოს შშმ პირებისთვის არ ქმნის. ერთი მხრივ, ეს გარემო ვერ აკმაყოფილებს ხარისხს იმ დონეზე, რომ რაც არის იმის გამოყენება მაინც იყოს შესაძლებელი უსაფრთხოდ, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს შესაბამის კონტროლს იმისთვის, რომ შესაბამისი საჭიროების მქონე პირს მისთვის განკუთვნილი გზა, ავტომანქანის …

ბათუმში რესტორანმა „მიუნჰენმა“ ტროტუარზე რკინის კონსტრუქცია დადგა

ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, რესტორანმა „მიუნჰენმა“ ტროტუარი რკინის კონსტრუქციით მთლიანად აითვისა. ბათუმის მერიამ ძველ ბათუმში, მათ შორის ამ ქუჩაზეც, ერთი თვის წინ რეიდი ჩაატარა და კაფე-ბარების მეპატრონეებს სარეკლამო აბრები ჩამოახსნევინა, ასევე, ტროტუარზე გამოტანილი სკამები და მაგიდებიც აალაგებინა. ერთი თვის წინ, როცა მერიამ ქუთაისის ქუჩაზე არსებულ დაწესებულებების წინ გამოტანილი სკამები აალაგებინა, კაფე-ბარების მფლობელი მეწარმეები აცხადებდნენ, რომ ბათუმის მერია ყველა …

ბათუმში გარევაჭრობისა და ხმის დონის დამრღვევებს ადგილზე დააჯარიმებენ

დღეიდან, პირველი აგვისტოდან, ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თანამშრომლებს უფლება აქვთ, სამართალდამრღვევვები დააჯარიმონ და ადგილზევე შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. აქამდე ეს ფუნქცია, როგორც მერიაში ამბობენ, მხოლოდ მერიის ზედამხედველობის სამსახურს ჰქონდა, სადაც მონიტორინგის კუთხით სამი თანამშრომელი მუშაობს. მუნიციპალური სერვისების სააგენტოში კი, ამ მიმართულებით 44 თანამშრომელია დასაქმებული. სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, მუნიციპალური ქონების აღრიცხვის, ინვენტარიზაციისა და მონიტორინგის 28 …

რკინის კონსტრუქცია ტროტუარზე

ბათუმში, გამსახურდიას #36 -ში, რესტორან „ვაინ თაუნის“ მეპატრონემ ტროტუარის ხარჯზე ღია ტერასა მოაწყო და ის რკინისმოაჯირიანი კონსტრუქციით შემოსაზღვრა. ამ შემთხვევაში ტროტუარის ათვისებაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა, რადგან აქ მდებარე ორსართულიანი სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ბათუმელები“ დაინტერესდა, შეესაბამება თუ არა განთავსებული კონსტრუქციის პარამეტრები პროექტს, რომლის მიხედვითაც ნებართვა გაიცა, რადგან კონსტრუქციის მიღმა  მანძილი ვიწროა ფეხით …

მერიაში არ იციან, რა თანხა შევიდა ბიუჯეტში ტროტუარების მოღობვიდან [ფოტო] 

კომპანიებსა თუ ფიზიკურ პირებს კანონი ავალდებულებს, დროებით სარგებლობაში აღებული ტროტუარის ყოველ 1 კვ/მ-ზე თვეში 1 ლარი გადაიხადონ. მშენებლობის დამცავი ღობეებით ბათუმში არაერთი ტროტუარი სანახევროდ ან მთლიანადაა გადაკეტილი. ეს უსახური ღობეები, ერთი მხრივ, აზიანებს ქალაქის იერსახეს, მეორე მხრივ კი, ფეხით მოსიარულეებს მანქანების ნაკადში აიძულებს მოძრაობას. კანონი მოღობილი ტროტუარის მოსაკრებლის შესახებ თითქმის ერთი წელია ამოქმედდა, თუმცა ბათუმის მერიაში არ …

Exit mobile version