ბათუმის ბულვარის ზოოკუთხეს ახალი ბინადრები ჰყავს. იშვიათი ჯიშის თუთიყუშები ბულვარს ამირან მურვანიძემ აჩუქა, იგი წლებია ზოოკუთხის მოვლა-პატრონობას ხელმძღვანელობს და თითოეული ბინადარი საკუთარი ოჯახის წევრივით უყვარს. თუთიყუშების კუთხეს ბევრი დამთვალიერებელი და მოყვარული ჰყავს ბათუმის ბულვარში. მათი მხიარულება და ფერები განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს.
Tag Archives: ბულვარის ზოოკუთხე
ბათუმის ბულვარი „გედების ტბის“ რეკონსტრუქციას გეგმავს
ბათუმის ბულვარის ზოოკუთხეში არსებული ტბის რეკონსტრუქციისთვის და ახალი აუზის მოსაწყობად „ბათუმის ბულვარს“ 281 409 ლარი აქვს გათვალისწინებული. ძველ ბულვარში არსებული ე.წ. გედების ტბის სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და 2019 წლის 16 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. [checklist] პირველი ეტაპი – გედების ტბის ახალი აუზის მოწყობის სამუშაოები – ხელშეკრულების გაფორმებიდან სამოცი კალენდარული დღის ვადაში; მეორე ეტაპი …
Continue reading “ბათუმის ბულვარი „გედების ტბის“ რეკონსტრუქციას გეგმავს”
„ბათუმის ბულვარი“ 25 ათასი ლარის იხვებს და ბატებს იყიდის
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას რამდენიმე სხვადასხვა სახეობის იხვისა და ბატის შესაძენად 25 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. „წყალმცურავი და დეკორატიული ფრინველების შესყიდვაზე“ ბათუმის ბულვარმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. ბულვარი 14 წყვილ ფრინველს შეიძენს, საიდანაც ერთი წყვილი ბატი, დანარჩენი იხვები იქნება: ტენდერი ათ დღეში დასრულდება, გამარჯვებულმა კი ფრინველები ბულვარს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა მიაწოდოს. შემოდგომაზე ფრინველების ახალი სახეობების …
Continue reading “„ბათუმის ბულვარი“ 25 ათასი ლარის იხვებს და ბატებს იყიდის”