ბორჯომში, „პლატოზე“, 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს ტყის სტატუსს შეუწყვეტენ და გაყიდიან

ქალაქ ბორჯომში, „ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, 4,9 ჰექტარ მიწის ნაკვეთს შეუწყდა ტყის სტატუსი და მას პირობებიან აუქციონზე გაყიდიან. საწყისი გასაყიდი ფასი 3,94 მილიონი ლარი იქნება. მომავალმა მესაკუთრემ აქ „გამაჯანსაღებელ-დასასვენებელი კომპლექსი“ უნდა შექმნას. „განხორციელდეს სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირება და სახელმწიფო ტყის სტატუსი შეუწყდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბორჯომში, „პლატოზე“ მდებარე 49 246.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურწეო [სახელმწიფო ტყის ფონდი] დანიშნულების …

წყალი „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლები დღეიდან თაროებზეა

„საყვარელი გმირები სულ შენთან ერთად“ –  პირველად საქართველოში, წყალი „ბაკურიანი“ სათამაშო ბოთლების წარმოებას იწყებს, რომლის ეტიკეტის შეფუთვაც უოლტ დისნეის   გმირებით იქნება გაფორმებული. კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ კომპანია უოლტ დისნეი დსთ-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულება  2018 წელს გააფორმა, რომლის მიხედვით კომპანიას დისნეის პორტფოლიოში არსებულ გმირებზე გამოყენების ლიცენზია ენიჭება. დღეიდან,  ყველასათვის საყვარელი გმირები –  ელზა, ანა და ოლაფი დისნეის …

მინერალური წყალი „ლიკანი“ განახლებული შეფუთვით უკვე თაროებზეა

კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს” მიერ წარმოებული ნატურალური მინერალური წყლის ბრენდი „ლიკანი“, რომელიც წლების მანძილზე ბაზრის უპირობო ლიდერია,   ახალი და განსხვავებული შეფუთვით გამოჩნდა მომხმარებლის წინაშე.     თუ, ძველი ეტიკეტი წყლის ადგილმდებარეობას გვიჩვენებდა, ახალი ვერსია სრულიად განახლებულ ხედვას გვთავაზობს. ლიკანში რომანოვების ცნობილი სასახლე ტალღამ ჩაანაცვლა.   აღსანიშნავია, რომ „ლიკანის“ ახალ ეტიკეტზე სამმა ძალიან საინტერესო პროფესიონალმა იმუშავა: არტ დირექტორი-გიორგი პოპიაშვილი, …

„ბორჯომი“ საახალწლო შეფუთვით უკვე თაროებზეა

წინასაახალწლო პერიოდი ყოველთვის გაჯერებულია უამრავი სასიამოვნო მოულოდნელობით, რაც ჩვენს დადებით განწყობაზე აისახება. სადღესასწაულო განწყობას გვიქმნის საახალწლოდ მორთული ქუჩები, ნაძვის ხე ცენტრალურ მოედანზე, კაშკაშა ილუმინაცია, თუ ლამაზად შეფუთული საჩუქარი. საზეიმო განწყობის მოტანა შეუძლია თაროზე საახალწლო შეფუთვით შემოსილ  მინერალურ წყალსაც კი. სწორედ ამ განზრახვით, წინასაახალწლო პერიოდში კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული მინერალური წყალი  „ბორჯომი“ სპეციალური,  სადღესასწაულო …

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი კომპლექსური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კომპლექსში შემავალი ობიექტებია: ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი; ასევე რკინიგზის სადგურები: ბორჯომი, დაბა, წაღვერი, ცემი, ტბა, ლიბანი, საკოჭავი, ბაკურიანი; წაღვერი-ცემის სარკინიგზო ხიდი და პორტერის ტიპის ორთქლმავალი. ძეგლის სახეობა: საინჟინრო-არქიტექტურის-მეცნიერების, ტექნიკისა და მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული; რკინიგზის ხაზის მშენებლობა: 1897-1906 წ.  

Exit mobile version