დღეს, პირველ სექტემბერს, ბათუმობას, საპატიო ბათუმელისა და საპატიო მოქალაქის წოდებით სხვადასხვა სფეროში გამორჩეული ოთხი პირი დააჯილდოვეს. საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭა ალექსანდრა (დოდო) ჯვარშეიშვილს, რომელიც აჭარის დამსახურებული პედაგოგი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-კონსულტანტი, ღირსების ორდენის კავალერია. საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭა მხატვარ ჯიმსონ გურგენიძეს და პოეტ შოთა ზოიძეს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერია. საპატიო მოქალაქის …
Tag Archives: ბათუმობა 2018
„ბათუმობა“ – დღეს რამდენიმე ქუჩაზე ძველი ბათუმი გაცოცხლდება [ფოტო]
ძველებური აბრები, ხის ნავი, კაკლის ძველი კარადა, ტორშერი და ტელეფონი, საბეჭდი მანქანა, თითქოს ჰაერში გამოკიდული, ყაისნაღით ნაქსოვი აბაჟურები… ამ ყველაფრის ნახვა დღეს შეგიძლიათ ძველი ბათუმის ქუჩებში. „ბათუმობა“ წელს ძველი ბათუმის „გაცოცხლებით“ აღინიშნება. ღონისძიებები ზვიად გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, ვახტანგ გორგასლის, ხულოსა და მაზნიაშვილის ქუჩებზე დღის ორ საათზე დაიწყება და საღამოს შვიდ საათამდე გასტანს, მანამდე კი ქალაქის დღესასწაულის …
Continue reading “„ბათუმობა“ – დღეს რამდენიმე ქუჩაზე ძველი ბათუმი გაცოცხლდება [ფოტო]”
დღეს „ბათუმობაა“ – ქალაქის მერი და მუნიციპალური სამსახურები ევროპის მოედანზე
„ბათუმობა 2018“ დილის ათი საათიდან დაიწყო. ევროპის მოედანზე ქალაქის მერიის მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები შეიკრიბნენ და მათ ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ „ბათუმობა“ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქალაქზე ზრუნვისთვის. ბათუმის მერიას 23 მუნიციპალური ორგანიზაცია აქვს. „ბათუმობა“ დღეს, პირველ სექტემბერს უკვე დღის ორი საათიდან გაგრძელდება ძველი ბათუმის ქუჩებში – 14:00-დან 19:00 საათამდე ზვიად გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, ვახტანგ გორგასლის, …
Continue reading “დღეს „ბათუმობაა“ – ქალაქის მერი და მუნიციპალური სამსახურები ევროპის მოედანზე”
როგორი იქნება „ბათუმობა 2018“ – პროგრამა
სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“ შაბათს, პირველ სექტემბერს გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, „ბათუმობა“ წელს წინა წლებისაგან განსხვავებული იქნება – გაცოცხლდება მე-19 საუკუნის მიწურულის ბათუმი, ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩა სპეციალურად მოირთვება 1900-იანი წლებისთვის დამახასიათებელი აბრებით, აფიშებითა და ბილბორდებით. ზვიად გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, ვახტანგ გორგასლის, ხულოსა და მაზნიაშვილის ქუჩებზე სპექტაკლები და კოსტიუმირებული წარმოდგენები გაიმართება. „ბათუმობა“ პირველ სექტემბერს, 14:00 საათზე დაიწყება. 14:00-დან …
„ბათუმობა 2018“-ს „შვიდკაცას“ და „ალილოს“ კონცერტი დაემატება
ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, ვინაიდან „ბათუმობა 2018“-ის საორგანიზაციო ნაწილზე გამოცხადებული ტენდერებიდან შეიქმნა ეკონომია, მრავალფეროვნების მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვალა გასართობი ღონისძიებების, კონცერტის დამატება. ცენტრის გადაწყვეტილებით ეკონომიიდან მიღებულ თანხას – 19 625 ლარს, ანსამბლებს – „შვიდკაცას“ და „ალილოს“ გადაუხდიან. კულტურის ცენტრმა თანხმობის მიღებისთვის უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს, რომელიც ცენტრის გადაწყვეტილებას 20 აგვისტოს განიხილავს. „შვიდკაცას” კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 11 375 …
Continue reading “„ბათუმობა 2018“-ს „შვიდკაცას“ და „ალილოს“ კონცერტი დაემატება”
„ბათუმობა“ პირველ სექტემბერს გაიმართება – ორი ტენდერი, ერთი გამარჯვებული
სახალხო დღესასწაულ „ბათუმობას“ წელს შპს „მარკა“ გაუწევს ორგანიზებას – ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ამ კომპანიამ გაიმარჯვა. „მარკა“ „ბათუმობის“ ჩასატარებლად 124 983 ლარს მიიღებს ქალაქის ბიუჯეტიდან. ტენდერში ამ კომპანიას მხოლოდ ერთი კონკურენტი – შპს „ბეთერ ფლაი“ ჰყავდა. ტენდერის საწყისი ღირებულება 144 ათასი ლარი იყო. შპს „მარკამ“ „ბათუმობასთან“ დაკავშირებულ კიდევ ერთ ტენდერში გაიმარჯვა – 37 998 ლარად „მარკა“ ,ბათუმობა …
Continue reading “„ბათუმობა“ პირველ სექტემბერს გაიმართება – ორი ტენდერი, ერთი გამარჯვებული”
204 ათასი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან – როდის ჩატარდება „ბათუმობა 2018“
„ბათუმობა 2018“ მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 144 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო სარეკლამო და მასთან დაკავშირებული მომსახურებისთვის 60 ათასი ლარი. შესაბამისად ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული ბათუმის კულტურის ცენტრს, სადაც წინადადებების მიღება 24-25 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება. ღონისძიების დაიწყება პირველ სექტემბერს 14:00 საათზე და დასრულდება იმავე დღის 19:00 საათზე. რაც …
Continue reading “204 ათასი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან – როდის ჩატარდება „ბათუმობა 2018“”