ბათუმში, რუსთაველის #17-ში და დ. თავდადებულის #7-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობს ძეგლისგან, რომელსაც „ჩეხოვის სახლს“ უწოდებენ, მხოლოდ ფასადი დარჩა. კომპანიამ, რომელსაც ამ სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაუკვეთეს, შენობის შიდა კედლები მთლიანად დაშალა. როგორც პროექტიდან ჩანს, იცვლება შენობის სახურავიც. ხელოვნებათმცოდენები პროექტს უარყოფითად აფასებენ. მათი განმარტებით რეაბილიტაცია ამ ტიპის სამუშაოების ჩატარებას არ გულისხმობს – „ეს ძეგლის ხელყოფას ნიშნავს“. ამა …
Tag Archives: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
შენობას ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა – სააგენტოს განმარტება და მშენებლობა ზუბალაშვილის #37-ში
გაზეთ „ბათუმელების“ N15-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით – „ბიზნესი მორიგი ძეგლის განადგურების ხარჯზე“, რომელშიც საუბარია ბათუმში, ზუბალაშვილის N37-ში მდებარე შენობის დემონტაჟზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა, რასაც ადასტურებდა სააღრიცხვო ბარათი N0103320, რომელშიც აღწერილი იყო ძეგლის მახასიათებლები. სტატიის მომზადების პროცესში „ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს, მირანდა ჩარკვიანს, რომელმაც აღნიშნა, რომ კომენტარს …
კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლების პასპორტიზაცია აჭარის მუნიციპალიტეტებში
ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლების პასპორტიზაციაში, შპს „გეოგრაფიკს“, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 99 ათას ლარს გადაუხდის. შესაბამისი ხელშეკრულება კომპანიასა და სააგენტოს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა [სააგენტოს მიერ გამოცხადებულ 100 ათას ლარიან ტენდერში მხოლოდ „გეოგრაფიკი“ მონაწილეობდა]. კომპანიამ, სატენდერო პირობების თანახმად, უნდა უზრუნველყოს აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში არსებული კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლების პასპორტიზაცია, …
Continue reading “კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლების პასპორტიზაცია აჭარის მუნიციპალიტეტებში”
“ახალი საბჭოს შექმნის მიზანია, ადვილად მიიღონ ძეგლის საზიანო გადაწყვეტილება”
მარტის დასაწყისში სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემების თაობაზე. მთავრობამ წერილი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადმოუგზავნა, რომელმაც წერილი თავის მხრივ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დააწერა. საბოლოოდ, წერილს სწორედ სააგენტომ უპასუხა. „ეს არის ცინიზმი“ – ასე აფასებს სიტუაციას შოთა გუჯაბიძე, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებული …
Continue reading ““ახალი საბჭოს შექმნის მიზანია, ადვილად მიიღონ ძეგლის საზიანო გადაწყვეტილება””
კატაპულტები 41 ათას ლარად გონიოს ციხისთვის
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საალყო მანქანების – კატაპულტების [სამი ცალი] დამზადებაში მაქსიმუმ 41 400 ლარს გადაიხდის. სატენდერო პირობების თანახმად, უნდა დამზადდეს არამოქმედი პატარა, დიდი და მოქმედი პატარა კატაპულტები. კატაპულტები უკვე არსებული სარეკონსტრუქციო პროექტის მიხედვით დამზადდება. გონიო-აფსაროსის მუზეუმ ნაკძალში განსათავსებელი საინჟინრო [საალყო] მანქანების დამზადებისა და მონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე სააგენტოს მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების …
Continue reading “კატაპულტები 41 ათას ლარად გონიოს ციხისთვის”
არჩილ ხაბაძის ტაქტიკა სააგენტოს საბჭოში შოთა გუჯაბიძის წევრობაზე
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოდან საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებლის, რეჟისორ შოთა გუჯაბიძის სავარაუდო გათავისუფლებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ კომენტარი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა. „ბატონი შოთა, ჩემი, ასე ვთქვათ ტაქტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ კი შიგნით იქნებოდა ამ კომისიაში. ქუჩიდან ყვირილს და ქუჩიდან პროტესტს, მირჩევნია შიგნით იყოს, გაიგოს იქ, ამოწუროს, ასე ვთქვათ, მისი კითხვები“ …
Continue reading “არჩილ ხაბაძის ტაქტიკა სააგენტოს საბჭოში შოთა გუჯაბიძის წევრობაზე”
16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შოთა გუჯაბიძის მხარდასაჭერად სააგენტოს მიმართა
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა წერილით, სააგენტოში მიმდინარე ცვლილებების პარალელურად სარეკომენდაციო საბჭოს წევრის სტატუსი შეუნარჩუნდეს შოთა გუჯაბიძეს, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს. „ჩვენი ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არსებული სარეკომენდაციო საბჭოს რეორგანიზაციის მიზნით იგეგმება ბ-ნ შოთა გუჯაბიძისთვის საბჭოს წევრობის სტატუსის შეწყვეტა. მოგახსენებთ, რომ შოთა გუჯაბიძე არის ბათუმის ისტორიის მკვლევარი, ცნობილი და მნიშვნელოვანი …
Continue reading “16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შოთა გუჯაბიძის მხარდასაჭერად სააგენტოს მიმართა”
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა ძველი ბათუმის ნგრევის ფონზე
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა აჭარაში არათანმიმდევრულია და აზიანებს როგორც სახელმწიფოს, ისე ცალკეულ მოქალაქეებს – მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები. კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკას შესაბამისი სააგენტო განსაზღვრავს, სადაც ცვლილებები იგეგმება. აჭარის მთავრობის 23 თებერვლის დადგენილებით, სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ამიერიდან მხოლოდ არქიტექტორი, ეკონომისტი ან იურისტი უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ სააგენტოს დირექტორის, მირანდა ჩარკვიანის მოადგილე ვეღარ იქნება ბიძინა აფხაზავა – …
Continue reading “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა ძველი ბათუმის ნგრევის ფონზე”