ამინდის პროგნოზი: აჭარაში მოსალოდნელია თოვა და შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ამინდი აჭარაში დღეიდან, 25 იანვრიდან, გაუარესდება და მომდევნო დღეებში ბარსა და მთაში მოსალოდნელია თოვა. „დღეს ღამით მოსალოდნელია სანაპირო რაიონებში ნალექი, უმეტესად წვიმის სახით, მთაში – თოვა, ზვავსაშიშროება. ღამით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი – 17-22 მეტრი წამში, ზღვაზე მოიმატებს შტორმი – 4-5  ბალამდე. მომდევნო დღეებში პროცესი უფრო გააქტიურდება …

ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია: ბათუმში 17 დეკემბერს ითოვებს

ბათუმში 17 დეკემბერს ითოვებს – გვითხრეს გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საღამოს 9 საათიდან ხვალ საღამომდე აჭარის მაღალმთიანეთში დროგამოშვებით ძლიერი თოვაა მოსალოდნელი. ამ პერიოდში მთაში ღამით – 8-13 გრადუსი ყინვა იქნება, დღისით 0-5 გრადუსი სითბო. სანაპირო ზოლში +2 – +7 გრადუსი სითბო დღისით, ხოლო ღამით – 0-5 გრადუსი. ნალექიანი ამინდი …

ბათუმში არ ითოვებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ქალაქ ბათუმში უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში თოვლი მოსალოდნელი არ არის. 9 დეკემბერს სანაპირო ზოლში და მთლიანად აჭარის რეგიონში დროებით გამოიდარებს, თუმცა 10 დეკემბრიდან ამინდი კვლავ გაუარესდება. მოსალოდნელია ნალექი – დაბლობში წვიმა, მთაში კი  თოვლი. 10 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 – +7 გრადუსი, …

ბათუმში პირველ სექტემბერს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით ხვალ, 31 აგვისტოს საღამოს საათებში და ღამით, ბათუმსა და მთლიანად აჭარის ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. პირველ სექტემბერს კი, ძლიერი წვიმა იქნება ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში, დაუბერავს დასავლეთის ქარი 20-25 მ/წმ-ში. არასტაბილური ამინდი აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში 4 სექტემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას – დღისით …

ბათუმის პლაჟი დღეს [ფოტო]

ძლიერი წვიმის შემდეგ 8 ივნისს ბათუმში გამოიდარა. ბათუმის პლაჟზე ხალხმრავლობაა, “Maroon 5“- ის კონცერტის შემდეგ ბათუმში ჩამოსულმა ტურისტებმა პლაჟს მიაშურეს გასარუჯად. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის, რუსუდან დიასამიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბათუმში არასტაბილური ამინდი შენარჩუნდება, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა-ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 17-19 გრადუსი იქნება, ზღვის წყალი კი 18 გრადუსამდე გათბება. სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში …

ჰაერის ტემპერატურამ ბათუმში 32 გრადუსს მიაღწია – უახლოესი დღეების პროგნოზი

დღეს, 20 აპრილს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურამ საშუალოდ 30-32 გრადუსს მიაღწია. მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებზე დამონტაჟებული თერმომეტრები 30-28 გრადუსს, ბენზინგასამართ სადგურებზე კი ზოგან 34 გრადუსსაც აჩვენებს. აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ტემპერატურა ხვალიდან, 21 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან, საგრძნობლად დაეცემა და ამინდიც გაუარესდება. „დღეს ქრის აღმოსავლეთის ქარი, რის გამოც მაღალია ჰაერის ტემპერატურაც, მთელი ღამის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება …

თებერვლის პირველ კვირაში ბათუმში ყინვა მოსალოდნელი არ არის

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველ თებერვალს ბათუმში მშრალი ამინდი შენარჩუნდება, იწვიმებს 2 თებერვალს, ხოლო 3 თებერვლიდან 7 თებერვლამდე კვლავ მშრალი ამინდია მოსალოდნელი. პირველ თებერვალს ღამით ჰაერის ტემპერატურა ბათუმში დაახლოებით +2, +4 გრადუსი იქნება [ეს ტემპერატურა ღამის საათებში, ფაქტობრივად, მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება]. დღისით, ბათუმში ჰაერი +10 გრადუსამდე, ხოლო 3 თებერვლიდან +13 …

27 იანვარს ღამით ბათუმში გამოიდარებს და ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 28 და 29 იანვარს ბათუმში და მთლიანად აჭარაში გამოიდარებს, ხოლო 30-31 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, ძირითადად იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10-დან +15 გრადუსამდე გაიზრდება. ბათუმში ამ წუთებში თოვს, თუმცა ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის, რუსუდან დიასამიძის განცხადებით თოვა საღამომდე შეწყდება: „27 იანვრის საღამოს და შემდგომ 2-3 დღის განმავლობასი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა …

Exit mobile version