ბათუმის შემოვლითი გზის დაფინანსების საკითხი გაურკვეველია

„ბათუმის შემოვლითი გზა“ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ის მონაკვეთია, რომლის მშენებლობისთვის დონორთა მოძიებაა საჭირო [ანალოგიურია ჭოროხი-სარფის მონაკვეთიც]. მშენებლობის შესაძლო დაფინანსების საკითხზე აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისიდან წარმომადგენლებს თბილისში წელს მაისში ელოდებიან. მანამდე კი, გზის ამ მონაკვეთის არსებული პროექტი მთლიანად გადაიხედება. „ბათუმის შემოვლით გზასთან დაკავშირებით არსებობს ძველი, დეტალური პროექტი, თუმცა არის შენიშვნები და მიმდინარეობს მასში კორექტირების შეტანა. …

ავტობანის მშენებლობა [ოჩხამურიდან ჩაქვის გვირაბამდე] 2017 წელს დასრულდება

აჭარის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ახალი გზის [ავტობანის] მშენებლობის სამუშაოები ოჩხამურიდან სახალვაშომდე [ჩაქვის გვირაბამდე] მონაკვეთში მიმდინარეობს. აჭარის საავტომობილო გზების დირექციის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე მშენებლობა 2013 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა გადაიწია და ეს მონაკვეთი ექსპლუატაციაში 2017 წელს შევა. სწორედ აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე გზის სამშენებლო სამუშაოების გამო აუცილებელი გახდა ცენტრალური გაზსადენის …

Exit mobile version