საჭადრაკო კლუბ ”ნონას” შემადგენლობა | მაკედონია, სკოპიე | ევროპის საკლუბო ჩემპიონატი 2015 წელი | ფოტო: www.chessbatumi.ge

 

„ნონამ“ ჩემპიონატის ბოლო, მეშვიდე ტურში ბელორუსიის „ბოსა ნოვა“ 3 – 1 დაამარცხა. მანამდე კი დაუმარცხებლად დაამთავრა ექვსივე ტური:

პირველ ტურში დაამარცხა იტალიის კლუბი – „ეიესდი ცირქოლო შახი რ. ფიშერ ჩიეტი“ – 3,5 – 0,5

მეორე ტურში – რუსეთის კლუბი „შსმ  ლეგესი სქვეა“ სძლია – 2,5 – 1,5

მესამე ტურში – მაკედონიის „გამბიტ ასსეკო სეეს“ აჯობა – 3 – 1

მეოთხე ტურში – რუსეთის „უგრას“ მოუგო – 3,5 – 0,5

მეხუთე ტურში – „ჰოლანდიის დე შტუკკენჯაგერს“ – 3,5 – 0,5

მეექვსე ტურში – „რუსეთის სპბ“ – 3 – 1

 

ჩემპიონატში ცხრა ქვეყნიდან სულ 12 კლუბი მონაწილეობდა, ოთხ-ოთხი მოჭადრაკით.


„ნონამ“ ევროპის ჩემპიონობა გასულ წელსაც მოიპოვა.


მოჭადრაკეები საქართველოში დღეს დაბრუნდებიან. 


ბათუმის საჭადრაკო კლუბი ”ნონა” ორგზის ევროპის ჩემპიონი გახდა | მაკედონია, სკოპიე | ევროპის საკლუბო ჩემპიონატი 2015 წელი | ფოტო: www.chessbatumi.ge


Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version