გელა აბაშიძე

 

 

 

– ამდენი ხნით რატომ გიწევთ თბილისში დარჩენა?

– ახლა ორკვირიან შეკრებას გავდივართ და რომ დავასრულებთ, სამი-ოთხი დღის მერე ისევ იწყება ახალი შეკრება.

 

– ეს ვარჯიშები მხოლოდ A კლასის ტურნირისთვის მოსამზადებელი ეტაპია, თუ სხვა გეგმებიც გაქვთ?

– აგვისტოში ევროპის ჩემპიონატია. ჩემ წონაში სამი კონკურენტი სპორტსმენი ვართ. ჩვენ ცალ-ცალკე გამოვალთ შვეიცარიაში, პოლონეთსა და ბელორუსიაში. მე ბელორუსიაში ვიასპარეზებ. ვინც უკეთეს შედეგს მოიპოვებს, ის გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც აგვისტოში ჩატარდება.

 

– ზაფხულში ერთ–ერთი ტურნირის დროს მარცხენა მკლავი დაიზიანეთ, თუ გაწუხებთ ეს ტრავმა?

– ვარჯიშის დროს ცოტა მაწუხებს, მაგრამ გვყავს ექიმები და მასაჟებს ვიკეთებ. ჯერ კიდევ ვმკურნალობ. ამოგდებული მქონდა. შეჯიბრის მერე რთულად არის ხოლმე საქმე, მაგრამ იმედია, ეს ხელს არ შემიშლის.

 

– რამდენად მზად ხართ ასპარეზობისთვის?

– მზად ვარ. მწვრთნელებიც და ჩვენც ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version