საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“, ბრალდებულის სახელზე ჩამოსული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, სპეციალური სკანერის საშუალებით აღმოაჩინეს მალულად მოთავსებული, 41 შეკვრად დაფასოებული 7 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“, რომელიც ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე და 19-262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version