ბათუმში სურსათის მაღაზია გაქურდეს. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით პოლიციელებმა ორი არასრულწლოვანი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც უკანონოდ დაეუფლნენ გასაყიდ პროდუქციას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 30 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სავაჭრო ობიექტში განთავსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და და მე-3 ნაწილების შესაბამისად, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Exit mobile version